ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებმაც საარჩევნო კოდექსის თანახმად, უფასო საეთერო სარეკლამო დრო უნდა მიიღონ.
სულ, ჩამონათვალში 6 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია - „ლეიბორისტული პარტია”, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, „საქართ.ლოს კონსერვატიული პარტია“, ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, „რესპუბლიკური პარტია” და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”.
როგორც ცესკო განმარტავს, ეს პარტიები აკმაყოფილებენ კვალიფიციური სუბიექტის საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, პარტია დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4 % პროცენტი; დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში და ქვეყნის მასშტაბით მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3%; გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4 % და იყო ამ ბლოკის პირველი ნომერი; გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში, რომელმაც ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3 % და იყო ამ ბლოკის პირველი ნომერი.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, საერთო მაუწყებელი, აგრეთვე მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს
წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებული არიან, თითოეულ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოუყონ ყოველ 3 საათში 90 წამი.

















