logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე იორდანიის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი კობახიძე იორდანიის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
12:57 15.04.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტს, ფეისალ ალ-ფაიეზს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებასა და ჩვენი ქვეყნისსაინვესტიციო შესაძლებლობებზე.

ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და იორდანიის სავაჭრო პალატას შორის მჭიდრო კავშირის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და მათთან გასამკლავებლად, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ფეისალ ალ-ფაიეზმა ირაკლი კობახიძეს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და იორდანიის სამეფოს პარლამენტის სენატისპრეზიდენტმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასული წლის გაზაფხულზე, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტმა კიდევ უფროგაამყარა ორმხრივი კავშირი და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში ახალ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი.

„საქართველოსთვის იორდანია არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო რეგიონში, რომელიც, ჩვენი ქვეყნის მსგავსად, ცდილობს, თავისი დადებითი წვლილი შეიტანოს რეგიონულ მშვიდობაში, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში დამშვიდობიანი გადაწყვეტა მოუძებნოს კონფლიქტებს, შეამციროს დაძაბულობა, გადაჭრას ლტოლვილებთან დაკავშირებულპრობლემები და ხელი შეუწყოს ზოგადად, რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას.

მინდა აღვნიშნო პარტნიორული ურთიერთობები ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის. მეგობრობის ჯგუფების როლი არისგანსაკუთრებული და დარწმუნებული ვარ, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ ხოლმე იმპოტენციალს, რომელიც ასათვისებელია ეკონომიკური ურთიერთობებისა და ვაჭრობის თვალსაზრისით, ასევე, ტურიზმის სფეროში არის დიდი პერსპექტივა და ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ ამ მიმართულებით ურთიერთობების განვითარებისთვის.

მინდა გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს წლებში, ჩვენი ძალისხმევით, საქართველოსა და იორდანიის ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე გადავა და ორი ქვეყნის შემდგომი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მშვიდობისა და თანამშრომლობისგანვითარებას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სენატის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ვიზიტი ხაზს უსვამს იორდანიისთვის საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას.

„ორივე ქვეყანა თანხმდება ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე. ორმხრივი ინვესტირების პროექტები, სავაჭრო ურთიერთობები, ტურიზმის განვითარება - ეს არის ის პრიორიტეტები, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის ფარგლებში იკვეთება. ინვესტირება საქართველოს ინფრასტრუქტურაში არის ძალიან დიდი ინტერესის საგანი იორდანიისთვის. ასევე, ხაზს ვუსვამთ ბიზნეს-საზოგადოების როლს და მხარს ვუჭერთ ყველა იმ აქტივობას, რომელიც გააძლიერებს ამ სექტორებს.საქართველოსა და იორდანიის სავაჭრო პალატების ურთიერთობა ძლიერდება და მათი ორმხრივი ურთიერთობები გადავა სამომავლოდ შემდეგ ეტაპზე“,- განაცხადა ფეისალ ალ-ფაიეზმა.
იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა