logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
რამაზ საყვარელიძე - შესაძლო კონფლიქტისთვის ყველა ქვეყანა უნდა ემზადებოდეს
რამაზ საყვარელიძე - შესაძლო კონფლიქტისთვის ყველა ქვეყანა უნდა ემზადებოდეს
20:17 08.08.2012
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს 2008 წლის აგვისტომდე რუსეთის მიერ „ქართული აგრესიის“ წინააღმდეგ გეგმის შემუშავება არ უკვირს.
როგორც საყვარელიძემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება შესაძლოა, რეალობას შეესაბამებოდეს, რადგან შესაძლო კონფლიქტისთვის ყველა ქვეყანა უნდა ემზადებოდეს.
მისი თქმით, საბჭოთა კავშირი და ამერიკა შესაძლო კონფლიქტისთვის მოსამზადებლად მილიარდებს ხარჯავდნენ და ამისთვის, შესაბამისი სცენარიც კეთდებოდა.
„ქვეყანას სადაც შეიძლება ჰქონდეს კონფლიქტური სიტუაცია, იმისთვის სცენარებიც უნდა გააჩნდეს და კადრებსაც ამზადებდეს. ასე რომ, ამაში რუსეთს ვერ გაამტყუნებ“ - განაცხადა საყვარელიძემ.
თუმცა, მისი თქმით, გაუგებარია რატომ ჩათვალა რუსეთმა მაშინდელი სიტუაცია კონფლიქტურად და ვიდრე კონფლიქტი პიკს მიაღწევდა, ჯარების შემოყვანა უფრო ადრე რატომ დაიწყო.
„რუსეთმა, რომ ოსური მხარის პროვოკაციული სროლები არ შეაჩერა იქ შეიძლება დავა, თორემ გეგმა რატომ ჰქონდა შემუშავებული, მაგაში ქვეყანას ვერ შეედავები. წესით, საქართველოსაც უნდა ჰქონოდა გეგმები. მაშინ, ქართული მხარე ასე უთავოდ და გაუგებრად აღარ იმოქმედებდა“ - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ აგვისტოს პერიოდში ქართულ მხარეს შეტევის იდეა მომწიფებულიყო და ეს ინფორმცია რუსეთამდე მისულიყო.
„ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ეს ინფორმაცია რუსეთს ჰქონოდა, მას არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება არ ჰქონდა იმისა, რომ ღია კონფლიქტი იქამდე მიეყვანა სადამდეც მიიყვანა“ - აღნიშნა საყვარელიძემ.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2008 წლის აგვისტომდე რუსეთს „ქართული აგრესიის“ საწინააღმდეგოდ გეგმა შემუშავებული ჰქონდა, რომლის ფარგლებში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციელების მომზადება ხდებოდა. მისი თქმით, გეგმა 2006-07 წლებში გენშტაბის მიერ, მასთან შეთანხმებით შემუშავდა. მისივე განცხადებით, საქართველოს მხრიდან ომისთვის მზადებისა და ფაქტიურად საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ, ცნობილი ჯერ კიდევ 4 აგვისტოს გახდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა