logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნაცვლიშვილი: შავგულიძემ თავად გასცა პასუხი ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გამოთქმულ საჩოთირო ვარაუდს
ნაცვლიშვილი: შავგულიძემ თავად გასცა პასუხი ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გამოთქმულ საჩოთირო ვარაუდს
18:21 12.04.2019
შალვა შავგულიძემ თავად გასცა პასუხი ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გამოთქმულ საჩოთირო ვარაუდს - ამ კითხვაზე პასუხი არის ამ ხალხთან ერთად კენჭისყრა. ძალიან გთხოვთ ეს ფაქტი შეახსენოთ შალვა შავგულიძეს და კითხოთ რა არის პასუხი კითხვაზე რასაც აკეთებდა ან არ აკეთებდა. ხვალ ფილარმონიის შეკრებაზე, იქნებ ჩამოყალიბდნენ, სადაც ძალიან ბევრი იურისტია მათ გარშემო, სწავლული თუ უსწავლელი, კალმით დაწერონ და არა სადღეგრძელოებით, რა უნდა ექნა მურუსიძეს და რა არ ქნა“ - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი შალვა შავგულიძემ სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა და ეს პროკურატურამ გააკეთა.

„გავყვეთ ლოგიკას, რომელსაც ბატონი შავგულიძე გვთავაზობს, რატომ არ გაასაჩივრა. ვნახოთ რას ამბობს ბატონი შალვა, მე რომ გამესაჩივრებინა, შეზღუდული ვიყავი კანონმდებლობითო , რომ აპელაციაში შემეძლო მომეთხოვაო მხოლოდ სასჯელის მომატებაო. სასჯელის ნაწილი ხომ გავიარეთ, მაშინ კასაციაში რატომ ითხოვდა მურუსიძისგან და მისი პალატისგან აპელაციაში დაბრუნებას , თუ აპელაციაში არ ჰქონდა მას უფლება მოეთხოვა პირველ ინსტანციაში დაბრუნება. ნახეთ როგორი ადამიანური ალოგიკაა.

პროკურატურის საჩივარი რომ გაეთვალისწინებინა სააპელაციო მოსამართლეს და მოემატებინა ერთი წელი, მაშინ ამოიწურება თუ არა შესაძლებლობა ეროვნული კანონმდებლობის და მაშინ როგორ მიდიოდა ბატონი შალვა შავგულძე სტრასბურგში? ეს ხომ ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკაა, მითუმეტეს სხვა ინტერვიუში მან თქვა ,რომ როდესაც პროკურატურამ გაასაჩივრა ,მე როგორც დაზარალებულის წარმომადგენელი სუფსიდიურად შევუერთდი ამ საჩივარსო,ანუ მან პროკურორთან ერთად მოითხოვა თურმე იმ ერთი წლის დამატება, რომელიც როგორც დაზარალებულმა არ მოითხოვა“ - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

მას აინტერესებს, რატომ არ მოსთხოვა აპელაციას პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა ეს საქმე, თუნდაც პროცესუალური ნორმების დარღვევით, მაშინ ხომ არ გამოტოვებდა ამ ინსტანციას.

„როდესაც სტრასბურგის სასამართლოში შევიდა საჩივარი, მაშინ თინა ბურჯალიანი,რომელიც იყო ძალიან კვალიფიციური იურისტი და რომელსაც ადეიშვილთან და სააკაშვილთან ერთად დალაგებული ჰქონდა მთლიანად როგორ არ უნდა წასულიყო სტრასბურგში, სწორედ ამ არგუმენტს იშველიებდა, რომ ვინაიდან შალვა შავგულიძემ სააპელაციო ეტაპი გამოტოვა, არ იყო უფლებამოსილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო წარმოებაში მიეღო საქმე“ - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა