logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბექა ოდიშარია საგარეო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა
ბექა ოდიშარია საგარეო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა
18:15 12.04.2019
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ ნინუასთან და დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოადგილესთან, რატი ბრეგაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს, მათ შორის, დიასპორის რუკის შექმნის საკითხზე ასევე, დიასპორის დღეზე, რომელიც ტრადიციულად 27 მაისს აღინიშნება.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო ბიუჯეტის შესაძლო კორექტირებას. როგორც აღინიშნა, ბიუჯეტი უნდა გამომდინარეობდეს იმ საჭიროებებით, რომელიც დღეს ჩვენს დიასპორას აქვს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბიუჯეტის შესაძლო კორექტირებაზე. ბიუჯეტი უნდა გამომდინარეობდეს იმ საჭიროებებით, რომელიც აქვს დღეს ჩვენს დიასპორას, რათა უკეთ მოხდეს საკვირაო სკოლების, დიასპორული ორგანიზაციების, ახალგაზრდა ელჩის ინსტიტუტის ხელშეწყობა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, აღმასრულებელი თუ საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების დროს იგეგმება ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრების ტრადიციის - „დიასპორის საათის“ დამკვიდრება, რაც კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება.

„გვინდა, რომ დიასპორულ ორგანიზაციებთან შეხვედრების ტრადიცია - „დიასპორის საათი“ დავამკვიდროთ. ვგეგმავთ, სახელმწიფოს წარმომადგენლობითი დელეგაციების ვიზიტისას (თუ ვიზიტის ხანგრძლივობა ამის შესაძლებლობას იძლევა) საელჩოებში, კამერულ სიტუაციაში მოხდეს დიასპორასთან შეხვედრა, რათა მათგან მოვისმინოთ მიმდინარე საჭირბოროტო საკითხები და ჩვენც გავაცნოთ მათ ის ინიციატივები, რომელიც აქვს ქვეყანას“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდნენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა