logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნუგზარ რუხაძე: აქ ტელევიზიაში უხამსი ენის გამოყენება ნორმად იქცა
ნუგზარ რუხაძე: აქ ტელევიზიაში უხამსი ენის გამოყენება ნორმად იქცა
16:20 12.04.2019
"რატომ უნდა სჭირდებოდეს ჟურნალისტს, ან ვინმე სხვას, ბილწი სიტყვის მოშველიება რაიმე აზრის გამოსათქმელად? ადამიანის შენჯღრევა და გამწარება მძლავრი დახვეწილი ლექსიკის გამოყენებით უფრო ადვილი არაა? ითვლება თუ არა ძალადობად გინება ადრესატის მიმართ? უნდა დავამკვიდროთ თუ არა ერის ცხოვრებაში ბილწსიტყვაობა იმდენად, რომ ის უხერხულობად აღარ ითვლებოდეს", - ამ კითხვებს ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე Georgia Today-სთვის დაწერილ სტატიაში სვამს.

"რადგან მჯერა, რომ კატეგორიულობა მავნეა, ამიტომ ვცდილობ, არაფერი არ დავიჩემო ხოლმე კატეგორიულად, მაგრამ ხანდახან მაინც ვერ ვიკავებ თავს კატეგორიული შეკითხვებისგან - ჟურნალიზმის შეგრძნებას რა ვუთხრა! ჰოდა, სამი შეკითხვა მომივიდა ამ ოხერ თავში იმ დღეს და ვეღარ მოვისვენე - სტატია დავწერე, რომელიც ადგილობრივ ინგლისურენოვან ყოველკვირეულ გამოცემა Gეორგია თოდაყ-ში მოხვდა აი, იმ სტატიაში დასმული შეკითხვებიც" , - წერს სოციალურ ქსელში ნუგზარ რუხაძე და საზოგადოებას სამსჯელოდ საკუთარ პუბლიკაციას სთავაზობს.

სტატიაში სათაურით - "ბილწსიტყვაობით გამოხატული სასოწარკვეთა" - საუბარია ბოლო დროს ქართულ პოლიტიკურ გარემოსა და მედიასივრცეში ხშირად გამოყენებულ ბილწსიტყვაობაზე,

"უხამსი სიტყვები დომინირებს სატელევიზიო პროგრამებში და რაც ყველაზე გასაოცარია, საზოგადოება ნელ-ნელა კომფორტულად გრძნობს თავს ლინგვისტურად დაბინძურებულ გარემოში. ფაქტობრივად, ეს ერთგვარ გასართობად იქცა პუბლიკისათვის და ეთერში უხამსმა საუბარმა მათი სმენა პორნო-ადაპტური გახადა.

კითხვა კი იმაში მდგომარეობს არის თუ არა ეს სწორი და ელექტრონულ თუ ციფრულ მედიაში უხამსი ენის გამოყენება უნდა იყოს თუ არა დასჯადი. ქვეყანაში არ არსებობს კანონი, რომელიც აკრძალავს საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობას - რაც იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა გაჯერდეს გარემო ამგვარი ტერმინების გამოყენებით - სანქცია არავის დაეკისრება. მეორე მხრივ კი არსებობს მეტ-ნაკლებად რბილი ეთიკის კოდექსი, რომელსაც მხოლოდ ნებაყოფლობითი ხასიათი აქვს და მისი დაცვა არ არის სავალდებულო მედია პროფესიონალებისათვის.

როგორ უნდა მოვიქცეთ? უნდა შევეგუოთ ამ შეუსაბამო და უხეშ ლექსიკას მედიაში თუ უნდა გავაპროტესტოთ? შეგუება მიუღებელია და უკმაყოფილების გამოხატვას შედეგი არ ექნება. იქნებ ფსიქოლოგიური დახმარებაა გამოსავალი? დაე სამედიცინო ექსპერტებმა შემოგვთავაზონ შესაბამისი პროფესიონალური დასკვნა, თუ რას ნიშნავს ეს ახლადდაბადებული ტრენდი ლინგვისტური სიბინძურის, რომელიც ასე უხვად მოედინება და ერის იდეოლოგიურ და კულტურულ თავისებურებებზე ახდენს გავლენას", - ამბობს ნუგზარ რუხაძე.

ავტორის აზრით, სიტუაცია ქართული მედიაში ბილწსიტყაობის გამოყენებასთან დაკავშირებით ცოტათი სასაცილოა, რადგან ამ ქვეყანაში მედიის თავისუფლება აბსოლუტურად არასწორადაა აღქმული.

"აქ ტელევიზიაში უხამსი ენის გამოყენება ნორმად იქცა, მხოლოდ იმიტომ რომ ოპოზიციური მედია ფიქრობს, რომ უფლება აქვს სრულიად აღვირახსნილად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება რათა მათი შეხედულებისამებრ ფორმირებული სიმართლე წარმოაჩინოს ყველა იმ გზით, რომელიც მათი აზრით დასაშვებია. ამასობაში, ჩვენი საზოგადოების გადაწყვეტილების მიმღები სეგმენტი, რომელსაც არანაირი შესაბამისი კანონმდებლობით არ არის აღჭურვილი - დუმილს ინარჩუნებს, რადგან მაშინაც კი თუკი კანონიერი გზით ყველაზე უფრო სამართლიან სვლას გააკეთებს "თავისუფალი" მედიის წინააღმდეგ - ამან შესაძლოა დასავლეთის უკმაყოფილება გამოიწვიოს.

ასე რომ, ერი უნდა შეეგუოს უხამსობის უკონტროლო საყოველთაო გამოყენებას მედიის მხრიდან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დასავლეთისგან არასასიამოვნო უარყოფითი რეაქცია არ იგრძნოს? ეს პათეტიკურად ჟღერს!" - წერს ნუგზარ რუხაძე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა