logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ვახტანგ ყოლბაია: მომხდარს საკმაოდ მკაცრი რეაგირება მოჰყვება
ვახტანგ ყოლბაია: მომხდარს საკმაოდ მკაცრი რეაგირება მოჰყვება
13:09 12.04.2019
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ის პოლიტიკა, რომელიც აფხაზეთისა და გალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მაცხოვრებლების მიმართ ტარდება, პრაქტიკულად გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, რომელსაც ბოლო პერიოდში აქვს ადგილი იქ მცხოვრები მოსახლეობის მიმართ.

"ეს ყველაფერი, სიმართლე გითხრათ, მოსალოდნელი იყო. დღეს სოხუმი მოსკოვის წაქეზებით ცდილობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მოქალაქეობის ელემენტარული უფლებებიც კი ჩამოართვას. მოგეხსენებათ, დე-ფაქტო რეჟიმის ბოლო მცდელობა არის აბსოლუტური ხელყოფა იმ უფლებებისა, რომლებიც აღიარებულია მსოფლიოს საერთაშორისო სამართლის ნორმებით და რომლებსაც შეერთებულია მთელი ცივილიზებული სამყარო. სოხუმს პრეტენზია აქვს, რომ დემოკრატიულ პრინციპებზე, ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფოებრიობაზე ილაპარაკოს, თუმცა ბოლო პერიოდში იქ მიმდინარე პროცესები - დაწყებული სიკვდილით დასჯიდან და დამთავრებული ბოლოს მომხდარი ფაქტით, მემკვიდრეობითი უფლების იგნორირებიდან - აბსოლუტურად სხვა მიმართულებით აყალიბებს მის მსოფლმხედველობას", - განაცხადა "ნიუსპრესთან" საუბარში ვახტანგ ყოლბაიამ.

მისივე თქმით, ეს ფაქტი არ დარჩება საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა, ამაზე იქნება მსჯელობა და კონსულტაციები ჟენევის ფორმატში.

"მომხდარ ფაქტს საკმაოდ მკაცრი რეაგირება მოჰყვება. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს გარკვეულწილად მოთელვის მომენტია. დე-ფაქტო რეჟიმი დააკვირდება, თუ როგორი რეაქცია ექნება ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას ასეთ ქმედებებზე. მიკვირს, რომ აქამდე არ ჩანს რეაქცია სოხუმში არსებული ე.წ. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა. ყოველ შემთხვევაში, ის, რაც კეთდება, არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელიც ტარდება სოხუმში ადგილობრივი ქართული მოსახლეობის მიმართ ეთნიკური ნიშნით. მე მოველი, რომ ამ ყველაფერს სოხუმში პასუხს გასცემენ. იტყვიან, რომ ეს კეთდება არამარტო ქართველებისათვის, არამედ ყველა ეთნიკური ჯგუფისათვის. იტყვიან იმასაც, რომ ეთნიკურ ჯგუფებს აქვთ ან ექნებათ მსგავსი პრობლემები და გამონაკლისი არც ქართული მოსახლეობა იქნება. ქართული მოსახლეობა სხვა ეთნიკური ჯგუფებისაგან იმით გამოირჩევა, რომ ეს არის ძირძველი, ავტოქტონური მოსახლეობა, რომლის მიმართაც ასეთი ქცევა გაუგონარი, არაცივილიზებული, არაადამიანური და არასამართლებრივი მიდგომის დამადასტურებელია. იმედს ვიტოვებ, რომ ამას გაგრძელება არ ექნება და მინდა, ფაქტთან დაკავშირებით ცოტა მეტი დავინახო, ვიდრე ამჟამად ჩანს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა