სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დოკუმენტური ფილმი მოამზადა.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა შოთა მალაშხიამ განუცხადა, უკვე დასრულდა დოკუმეტური ფილმის „სოჭი 2014 – ოლიმპიადა?“ გადაღება, რომლის პრეზენტაციაც სექტემბერშია დაგეგმილი.
მისივე თქმით, კომისია ახალ პროექტზე „ჩვენ კავკასიელებზე“ მუშაობს, რომლის ფარგლებში, 12 დოკუმეტურ ფილმს გადაიღებენ.
„ფილმში პარალელებია გავლებული სოჭის ოლიმპიადასა და 1936 წელს ბერლინში ჩატარებულ ფაშისტურ და 1980 წლის მოსკოვის საბჭოთა ოლიმპიადებს შორის“ – აღნიშნა მალაშხიამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში ხუთი ფილმის გადაღება დასრულდა, რომელთა გავრცელებაც ინტერნეტის საშუალებით მოხდება.
პროექტ „ჩვენ კავკასიელების“ ფარგლებში გადაღებული 12 დოკუმენტური ფილმი, რომლებიც მეფის რუსეთიდან დღევანდელობამდე კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს ასახავს. ფილმები ქართულ, რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე მომზადდება.

















