„დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი გია თორთლაძე ამომრჩეველს მოუწოდებს, პირველი ოქტომბრის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის გარდა, ხმა ნებისმიერ პარტიას მისცეს.
„ეს პარტია და ალიანსი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და რუსეთიდან იმართება და ფინანსდება. მივმართავთ ამომრჩეველს ხმა მისცენ ნებისმიერ პარტიას ივანიშვილის გარდა“-განაცხადა დღეს პრესკონფერენციაზე თორთლაძემ და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური ძალა ამტკიცებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ იყო რუსეთ-საქართველოს ომი.
მისი თქმით, ივანიშვილმა გარკვეულწილად მოახერხა პოლიტიკურ ძალებს შორის მეორე პოლუსის შექმნა, ამდენად, მისივე თქმით, საზოგადოებას არჩევნებზე გააზრებული და ფრთხილი გადაწყვეტილების მიღება მართებს.

















