საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის შოთა მალაშხიას შეფასებით, დღეს, რომ საქართველოს სახელმწიფო არსებობს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დამსახურებაა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მალაშხიამ დღეს, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის ოთხიწლისთავის შეფასებისას განუცხადა.
„დღეს, რომ საქართველოს სახელმწიფო არსებობს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დამსახურებაა. ბევრმა სახელმწიფომ ვერ გაუძლო აგრესიასა და ოკუპაციას და ამ მდგომარეობაში დიდი ხნის განმავალობაში იმყოფებოდა“ – აღნიშნა მალაშხიამ.
მისივე თქმით, ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიები საერთაშორისო დონეზე ოკუპირებულად აღიარეს და ყველა თანხმდება, რომ იქ ეთნოწმენდა განხორცილდა.
„რუსეთმა ვერ მოახერხა საქართველოს კურსის შეცვალა. დღესაც ჩვენი ხელისუფლება წარმატებულად მოღვაწობს და ევროკაშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე მცდელობა უფრო გაძლიერებულია“ – აცხადებს მალაშხია.
კომისიის თავმჯდომარის თქმითვე, საქართველოს ნატო-ში წევრობის საკითხი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალ სამიტზე გადაწყდება.
ამასთან, მალაშხიას მიაჩნია, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას ქვეყნის დეოკუპციაც მიჰყვება.
დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოყვა.
ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.
იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა.

















