საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით გორის რაიონის სოფელ ზემო ნიქოზში იმყოფებოდა.
პრემიერი ზემო ნიქოზის საგუშაგოზე ჯარისკაცებს შეხვდა.
მერაბიშვილმა სამხედროებს საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა და აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო მუდამ იზრუნებს დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებზე.
ვანო მერაბიშვილი საგუშაგოზე მყოფი ჯარისკაცების საველე პირობებსაც გაეცნო.

















