logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
16:13 10.04.2019
საქართველოში ტერიტორიულ სივრცის დაგეგმარების, ქალაქმშენებლობითი დაგეგმვისა და მშენებლობის სფეროს კანონმდებლობის ევროპულ და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციაზე, ქვეყნის სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო სფეროს ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე იმსჯელეს დღეს წინანდალში სასტუმრო RADISSON COLLECTION HOTEL-ში გამართულ სამუშო შეხვედრაზე.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირთან და დარგის ექსპერტებთან „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ სრულყოფაზე და კოდექსით გათვალისწინებულ მისაღებ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე. სამუშაო პროცესში გამოიკვეთა კოდექსში მთელი რიგი ცვლილებების აუცილებლობა, რათა ის მოვიდეს შესაბამისობაში კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან.

დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ცვლილებების პაკეტი, რომელიც ამავდროულად საკანონმდებლო ინიციატივების წყაროს წარმოადგენს.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, კოდექსი რამდენიმე ძირითადი თემისგან შედგება. კერძოდ, საქართველოს სივრცის დაგეგმვა, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა და მისი განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტები, ასევე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. ცვლილებების პაკეტით პირველ ორ კომპონენტში ზუსტდება სივრცის დაგეგმარების დოკუმენტების იერარქია, მათი შინაარსობრივი შემადგენლობა და სამართლებრივი სტატუსი. რაც შეეხება მესამე კომპონენტს, აქ კოდექსს ემატება ის მუხლები, რომელიც აწესრიგებს არქიტექტორთა სერტიფიცირების პროცესის საკითხებს. განიხილეს აღნიშნულ თემაზე კომიტეტში შემოსული შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, პრობლემას წარმოადგენს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის ერთიანი ინსტიტუციონალური მოწყობის თემა: „ეკონომიკის სამინისტროში არის არსებული ინსტიტუციური ნაწილი ამ თემასთნ მიმართებით და არის რეგიონული განვითარების სამინისტროშიც. ეს მსჯელობის საგანია სამომავლოდ, ალბათ არ იქნება კარგი ასე რომ დარჩეს. ფართო მსჯელობით უნდა მივიდეთ იმ კონსენსუსამდე, როგორ ჯობს რომ ერთიანი ინსტიტუციური წყობა გვქონდეს, როგორც სივრცითი დაგეგმარების, ასევე სამშენებლო პოლიტიკის განვითარებაზე“.

მისი თქმით, ასევე სახელმწიფოს დონეზეა დასარეგულირებელი არქიტექტორების და მშენებლების სერთიფიცირების თემა.

„ამ თემაზე საინტერესოა როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელთა, ასევე არქიტექტორთა კავშირის, მერიის, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელთა შეხედულებები, რათა ჩვენ შევჯერდეთ ძალიან მკაფიო ხედვაზე, ისე, რომ არ დაზარალდეს ბიზნესი, თავისი წილი დატვირთვა ჰქონდეს დიპლომს, რომელსაც არქიტექტორი იღებს და ასევე მივიღოთ ძალიან მაღალი სტანდარტების მქონე მშენებლობა“, - განაცხადა რომან კაკულიამ

დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხებზე კომიტეტის წევრებთან ერთდ მსჯელობდნენ კომიტეტთან არსებული არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, თბილისის მერიის, არქიტექტორთ კავშირის წარმომადგენლები, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი, იოლანტა ტაჩინსკა, დარგის ექსპერტები, არქიტექტორები, მშენებლები, ინჟინრები, ურბანისტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

ორდღიანი სამუშო შეხვედრა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის („საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ II ფაზა) მხარდაჭერით იმართება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა