logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მაია ცქიტიშვილის ვახტანგ ბერიძეზე: ყველაზე კარგად იცის რა გჭირდებათ თქვენ
მაია ცქიტიშვილის ვახტანგ ბერიძეზე: ყველაზე კარგად იცის რა გჭირდებათ თქვენ
16:06 10.04.2019
"ქართულმა ოცნებამ" ხულოში მერობის კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე წარადგინა. შეკრებილებს სიტყვით მიმართა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრმა მაია ცქიტიშვილმა.

"ძალიან მიხარია, რომ მაქვს საშუალება მხარი დავუჭირო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მერობის კანდიდატს ხულოში. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ხულოდანაა, თქვენი თანასოფლელია, თქვენი თანამემამულეა.

მან მთელი ცხოვრება გაატარა აქ, ხულოში. ისწავლა ბათუმში, მაგრამ დაუბრუნდა ხულოს და მთელი მისი კარიერის განმავლობაში, მთელი მისი შრომითი საქმიანობის განმავლობაში იყო ხულოს რაიონში.

ეს ნიშნავს იმას, რომ მან ყველაზე კარგად იცის რა გჭირდებათ თქვენ, რა პრობლემები გაქვთ და რა შესაძლებლობები აქვს ხულოს, ხულოს მუნიციპალიტეტს იმისთვის, რომ ეს პრობლემები კიდევ უფრო უკეთესად გადავწყვიტოთ, უფრო ეფექტურები ვიყოთ ყველანი.

როდესაც მერის არჩევნებზე ვსაუბრობთ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, მერმა ყველაზე კარგად, ყველაზე სიღრმისეულად იცოდეს მისი რაიონის პრობლემები, ყველაზე კარგად შეეძლოს თქვენი ხმის მოტანა როგორც აჭარის მთავრობასთან, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან და დაგვეხმაროს ჩვენც იმისთვის, რომ თქვენი გასაჭირი, თქვენი საჭიროებები უკეთესად დავინახოთ, უკეთესად შევძლოთ ამ საჭიროებებზე პასუხი.

ჩვენ დავიწყეთ სამობილიზაციო სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის აღსადგენად. ეს არის გზა, რომელსაც ჩვენ ყველანი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ველოდეთ და უკვე დაიწყო სამუშაოები, დღეს უკვე არის აყვანილი ტექნიკა. 47 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელშიც 110 მილიონი ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი, არის არა მარტო ინფრასტრუქტურულად მნიშვნელოვანი პროექტი, არამედ ეს არის პროექტი, რომელიც მოიყვანს ტურისტებს თქვენს რეგიონში და რომელიც გზის მშენებლობის განმავლობაში მოგცემთ საშუალებას დასაქმდეთ გზის მშენებლობის დროს.

მას შემდეგ, რაც ამ გზის მშენებლობა დასრულდება, თქვენ მოგეცემათ საშუალება გახსნათ ტურისტებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, „გესთ ჰაუსები“, სასტუმროები, ტურისტების მომსახურეობისთვის საჭირო ბიზნესი და გქონდეთ მუდმივი შემოსავალი, რაც ამ ახალგაზრდებს, რომლებიც ასე მრავლად არიან წარმოდგენილნი, საშუალებას მისცემს სწორედ ხულოში მოძებნონ სამუშაო ადგილები, აქ შექმნან ოჯახები და აქ განვითარდნენ.

ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევარჩიოთ სწორი ადამიანი, ისეთი ადამიანი, რომლისთვისაც ყველაზე ახლოს არის თქვენი პრობლემები და გული შესტკივა ამ რეგიონზე, რომელიც თქვენთან ერთად იშრომებს იმისთვის, რომ ხულო განვითარდეს. ამიტომ, ძალიან მსიამოვნებს, რომ მაქვს საშუალება დღეს ასეთ ადამიანს, სწორედ ასეთ, თქვენგან გამოსულ ადამიანს დავუჭირო მხარი. მინდა გისურვოთ ყველას წარმატებები, ვუსურვო წარმატებები ჩვენს კანდიდატს და მხოლოდ ასე, ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით შევძლებთ, რომ ეს მხარე, აჭარა გავხადოთ კიდევ უფრო წარმატებული", - განაცხდა მაია ცქიტიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა