logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პოლიტპატიმარად აღიარებული ვლადიმერ ვახანია ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინეს
პოლიტპატიმარად აღიარებული ვლადიმერ ვახანია ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინეს
15:28 08.08.2012
პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულთა სიაში შესული აკადემიკოსი ვლადიმერ ვახანია 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მაჟორიტარობის  კანდიდატად დარეგისტრირდა.
ცესკოს ცნობით, ვახანია მაჟორიტარად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.
ვლადიმერ ვახანიას დეპუტატობის კანდიდატად კენჭისყრის სურვილის შესახებ, „ნიუსპრესს“ მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმაც დაუდასტურეს.
როგორც „ნიუსპრესს“ ცესკო-ში განუცხადეს, მსჯავრდებულს აქვს როგორც აქტიური ისე პასიური საარჩევნო უფლება, თუმცა, გასათვალისწინებელია თუ რა სიმძიმის დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.
რუსეთში მოღვაწე ქართველი აკადემიკოსი ვლადიმერ ვახანია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციამ ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2009 წლის 15 მარტს საკუთარ სახლში დააკავა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აღნიშნული საქმის შესწავლის შემდეგ, ვლადიმერ ვახანია პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულთა სიაში შეიყვანა.
ბრალდებულის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ვახანიას საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თითქმის ყველა მოქმედი მუხლია დარღვეული.
საქმესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაშია მიღებული ორი განაცხადი - სასამართლოებში ჩადენილი დარღვევების შესახებ და ვახანიას პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე. როგორც ბარათაშვილმა აღნიშნა, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას მკურნალობა ესაჭიროება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა