logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო
14:12 10.04.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო.

მამუკა ბახტაძემ და ლილიენ მორი პასკიემ საქართველოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლას დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტში საქართველოს მომავალი პრეზიდენტობა და ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევები.

ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

"მოგეხსენებათ, რომ 2019 საიუბილეო წელია, რადგან ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის, ხოლო ამ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილე აღინიშნება. ამდენად, განსაკუთრებით მადლობელი ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ლილიან მორი პასკიესი, რომლის მოწვევით ვიმყოფები სტრასბურგში და მეძლევა შესაძლებლობა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პატივსაცემ დელეგატებსა და სტუმრებს მივმართო. ორმხრივი შეხვედრის დროს განვიხილეთ საქართველოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი წინსვლა და ხაზი გაესვა დემოკრატიული კონსოლიდაციისა და რეფორმების პროცესს, რაც კიდევ უფრო მყარ ფუნდამენტს შეუქმნის ჩვენს სამომავლო მიღწევებს. საუბარი ასევე შეეხო ევროსაბჭოს წინაშე ამჟამად არსებულ გამოწვევებს და მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ პრეზიდენტობას. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და მასთან ერთად განვიხილე ბოლოდროინდელი მოვლენები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები. ჩემის მხრივ ხაზი გავუსვი, რომ საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზად არის. მადლიერება გამოვხატე საქართველოს რეფორმირების პროცესში ევროსაბჭოს ჩართულობისთვის, განსაკუთრებით საპარლამენტო ასამბლეის აქტიურობისთვის და აღვნიშნე, რომ ეს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია ევროპულ სტანდარტებთან ეროვნული პრაქტიკისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში. შევთანხმდით მაღალი დონის თანამშრომლობის მომავალში გაგრძელებაზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ამის კიდევ ერთი დადასტურებაა მისი ვიზიტი თბილისში, რომელიც 29-30 აპრილს შედგება. ლილიენ მორი პასკიე საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა