logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გელა სამხარაულმა და დავით სონღულაშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბში გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
გელა სამხარაულმა და დავით სონღულაშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბში გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11:37 10.04.2019
საქართველოს პარლამენტის წევრები გელა სამხარაული და დავით სონღულაშვილი ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბში გამართულ კონფერენციაში - „ხელოვნური ინტელექტი და რობოტიქსები“ მიიღეს მონაწილეობა.

UNICRI- სა და INTERPOL- ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება საქართველოს მუდმივმოქმედი მისიების, ნიდერლანდების სამეფოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების დახმარებით გაიმართა. კონფერენციის სამუშაო ფორმატი ორ პანელს მოიცავდა: "მომავალი, დღეს" და "გამოწვევების წინაშე".

შეხვედრაზე განიხილეს ხელოვნური ინტელექტისა (AI) და რობოტიქსების უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თანამედროვე საზოგადოება.

ყურადღება დაეთმო დანაშაულის, ტერორიზმისა და უსაფრთხოების საკითხებში ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის ზეგავლენის უპირატესობებს. მსგავსი ტიპის ტექნოლოგიების ინტეგრირებას და პრაქტიკულ გამოყენებას სხვადასხვა სისტემების მუშაობის ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით.

„მაღალგანვითარებული ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე, კარგად ჩანს, რომ ეკონომიკურ პროგრესს დიდწილად უზრუნველყოფს ინოვაციები. ეს არის გამოცდილების, ინფრასტრუქტურის, ინსტრუმენტებისა და შესაბამისი ცოდნის სინთეზი, რათა მივიღოთ სასურველი გარდაქმნები, ეკონომიკური მოთხოვნების შესაბამისად. ტექნოლოგიურ ინოვაციებს მივყავართ მწარმოებლურობის ამაღლებამდე, ამ პროცესში ადამიანის როლისა და ფუნქცია-დანიშნულებების შეცვლამდე, ქვეყნის საწარმოო შესაძლებლობათა ამაღლებამდე.

ელექტრონიზაცია, კომპიუტერიზაცია და რობოტიზაცია ზრდის რესურსების რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობებს, იწვევს ეკონომიკური სისტემის ყველა სეგმენტის განვითარებას და სრულყოფას, აჩქარებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება იძლევა შედეგების წინასწარ განსაზღვრის და რისკების შემცირების საშუალებას საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ამ სიახლეების მიღება და გაზიარება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“- განაცხადა გელა სამხარაულმა.

ვიზიტის ფარგლებში დეპუტატები შეხვდნენ საქართველოს ელჩს გაეროში კახა იმნაძეს, სადაც საუბარი შეეხო მსოფლიოში ტექნოლოგიების მიმართულებით არსებულ ახალ გამოწვევებს და ამ გამოწვევებში საქართველოს როლს.

პარლამენტარებმა შეხვედრა, ქართული კულტურის ცენტრში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც გამართეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა