logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დოჰაში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დოჰაში ვიზიტი დაასრულა
09:31 10.04.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას, დოჰაში ვიზიტი დაასრულა.

დღის განმავლობაში, შეხვედრები გაიმართა ფიჯის პარლამენტის თავმჯდომარეს რადუ ეპელი ნაილატიკაუსთან, ტონგას საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარე ლორდ ფაკაფანუასთან და ახალი ზელანდიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის ვიცესპიკერ ენ ტოლისთან.

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა. მისი შეფასებით, ვიზიტი იყო წარმატებული და ასამბლეის ფარლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მისივე განცხადებით, 140- ე ასამბლეაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ახალგაზრდა პარლამენტართა მე-7 მსოფლიო კონფერენციას 2020 წელს საქართველო უმასპინძლებს.

“დღეს სრულდება ჩვენი ვიზიტი საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში. გვქონდა ძალიან შედეგიანი ვიზიტი, მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა ფორმატში, დისკუსიებში, გვქონდა, ასევე, არაერთი ორმხრივი შეხვედრა 20-მდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური კუთხით, კულტურული თანამშრომლობის საკითხებზე გვქონდა საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასამბლეაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მომავალ წელს გაიმართება ახალგაზრდა პოლიტიკოსების, დეპუტატების გლობალური სამიტი საქართველოში და ეს ღონისძიება იქნება ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული საერთაშორისო საპარლამენტო კავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებისკენ. ასევე, შევხვდით IPU-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და მასთანაც გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია ჩვენი ქვეყნისა და ორგანიზაციის თანამშრომლობის თაობაზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ვიზიტის შეჯამებისას.

დელეგაციის წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის შეფასებით, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეა იყო კარგი შესაძლებლობა, ქართულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ესაუბრა. მისივე თქმით, საპარლამენტო დელეგაციამ მკაფიო მხარდაჭერა მიიღო.

„საერთაშორისო საპარლამენტო ასაბლეა ჩვენთვის კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით 20-ზე მეტი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციას და გვესაუბრა მათთან მთავარზე - ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები. მათგან კიდევ ერთხელ მივიღეთ მკაფიო მხარდაჭერა და მესიჯები, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც ისინი ჩვენსავით ფიქრობენ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო საკმაოდ შედეგიანი სამი დღე ჩვენი ვიზიტის ფარგლებში”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა