logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას აგრძელებს
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას აგრძელებს
09:39 09.04.2019
დოჰაში საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეა აგრძელებს მუშაობას , სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად იღებს მონაწილეობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან მართავს შეხვედრებს.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე დღეს ბურკინა ფასოს პარლამენტის თავმჯდომარე ალასანე ბალა საკანდეს, შრი-ლანკის პარლამენტის თავმჯდომარე კარუნარატნე იაისურიას, ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე არდეშირ ლარიჯანს, გაბონის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ფაუსტინ ბოუკუბის, კატარის შურის საბჭოს თავმჯდომარე აჰმედ ბინ ალ მაჰმუდს და დომინიკის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ალიქს ბოიდ ნაითს შეხვდა.

გამართულ შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით განვითარების პერსპექტივები და ეკონომიკური თანამშრომლობა იყო.

დღესვე, ირაკლი კობახიძემ, 80 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის უმაღლესი დონის ახალ ფორმატში - „პარლამენტის თავმჯდომარეების დიალოგში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების შესახებ იმსჯელეს.

„დღეს გვქონდა საინტერესო და პროდუქტიული დღე. შევხვდით ხუთი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, გვქონდა საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე, მონაწილეობა მივიღეთ დისკუსიაში, რომელიც ყველა დამსწრე პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით. განვიხილეთ დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, დღის დასაწყისში შევხვდით საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტს, სადაც ვისაუბრეთ საქართველოსა და IPU-ს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა