logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
სოფიო ქაცარავა სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
15:51 08.04.2019
8-11 აპრილს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, სოფიო ქაცარავა მონაწილეობას მიიღებს გლობალურ საპარლამენტო კონფერენციაში, რომელიც ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორგანიზებით იმართება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს აშშ-ს კონგრესისა და სენატის ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრების მთავარი თემა იქნება საქართველო-აშშ-ს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები, საქართველოს სუვერენიტეტი და ოკუპირებული ტერიტორიები და იქ არსებული ვითარება, საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაძლიერება და ჰიბრიდული საფრთხეები. სოფიო ქაცარავა ასევე, მონაწილეობას მიიღებს ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას.

„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები უპრეცედენტოდ მაღალ საფეხურზეა გადასული და საქართველო თამაშობს მნიშვნელოვან როლს აშშ-ს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, რაც დასტურდება ფაქტებით და ხელშესახები შედეგებით. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ურთიერთობების ფარგლებში არსებული ყველა მიმართულება მაქსიმალურად გამოვიყენოთ და მივიღოთ ურთიერთსასარგებლო შედეგები ორივე ქვეყნისთვის. ამ პროცესში მნიშვნელოვანია აქტიური მუშაობა აშშ-ს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოებთან და სწორედ, ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე გავაკეთებ აქცენტებს ყველა იმ პოლიტიკურ და სექტორულ მიმართულებაზე, რაც არსებობს ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა