logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი შენგელიამ საარჩევნო კამპანია ნარაზენიდან დაიწყო
გიორგი შენგელიამ საარჩევნო კამპანია ნარაზენიდან დაიწყო
21:53 07.04.2019
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი(გეგა) შენგელიამ საარჩევნო კამპანია ნარაზენიდან დაიწყო.

მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ნარაზენის მოსახლეობას სოფლის ცენტრში შეხვდა, ხარების დღესასწაული მიულოცა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განსახორცილებელ პროექტებზე ესაუბრა.
მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრას პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდა.

,,ნარაზენი, ერთ-ერთი განსაკუთრებული სოფელია ჩვენს მუნიციპალიტეტში, სწორედ აქედან ვიწყებ ჩემს საარჩევნო კამპანიასაც.

მინდა გითხრათ ის, რის განხორციელებას ვაპირებთ უკეთესი ზუგდიდისთვის. ჩემი მიზანი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებაა. ჩვენს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 50 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. დაწყებულია 100-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია, 10 ქუჩაზე კი ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მოხდება. მოეწყობა სანიაღვრე არხები, ტროტუარები და ეზოები.

წელს, სოფლებში 16 გზის რეაბილიტაცია მოხდება. მიმდინარეობს შამადელაში საბეჭვაიოს გზის და ოფაჩხაფუ-ნარაზენის გზის მშენებლობა. სიჭინავების უბანსა და შამადელაში კი წყალმომარაგები სსამუშაოები განხორციელდება. ნარაზენში გარემონტდება ამბულატორია, ასევე ვგეგმავთ ხანდაზმულთა თავშესაფრის მშენებლობას. თქვენს სოფელში გაზიფიცირების პრობლემაა, რომლის მოგვარებაც ვიწყებთ. ზუგდიდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტი იქნება საქართველოში“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ახალგაზრდულ პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდული საკითხები მისთვის პრიორიტეტი იქნება.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება. ზუგდიდში აშენდება ,,ახალგაზრდების სივრცე,“ სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ თანამედროვე გარემოში იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ. შემოდგომიდან დაიწყება ოლიმპიური სტადიონის მშენებლობა, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა ახალგაზრდებთან დაკავშირებით. ახალგაზრდებს უნდა შევუქმნათ ყველანაირი პირობა, რომ დარჩნენ ჩვენს მუნიციპალიტეტში და მათი ცოდნა ზუგდიდის მოახმარონ“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მერობის კანდიდატი მოქალაქეებთან შეხვედრებს ყველა სოფელსა და ქალაქის უბანში გეგმავს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა