logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აკაკი ზოიძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“  განცხადებები და კვლევის შედეგები პოლიტიკური შეფასებებს უფრო ჰგავს, ვიდრე ობიექტურს
აკაკი ზოიძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებები და კვლევის შედეგები პოლიტიკური შეფასებებს უფრო ჰგავს, ვიდრე ობიექტურს
15:42 05.04.2019
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ბოლოდროინდელი განცხადებები და კვლევის შედეგები სულ უფრო და უფრო ემსგავსება პოლიტიკური პარტიის ფორმატს, ვიდრე ობიექტური არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კვლევას" , - აცხადებს უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე.

დეპუტატის თქმით, კვლევის შეფასებითი ნაწილი, კითხვის დასმის ფორმა და მისი შედეგების ინტერპრეტაცია ვერ იქნება ობიექტური გამომდინარე იქიდან, რომ სასურველი პასუხი კითხვაშივე დევს.

"თუ კითხვა დაისვა ისე, რომ კლანი არსებობს და კლანი ცუდია, რა თქმა უნდა ადამიანები გეტყვიან, რომ კლანი ზოგადად ცუდია იმიტომ, რომ ასოცირებულია მაფიასთან, მაფია ასოცირებულია ადამიანების უფლებების დარღვევასთან. არ მგონია, ასეთი ფორმით კითხვის ფორმულირება და მერე შედეგების ინტერპრეტაცია სწორი იყოს", – აცხადებს აკაკი ზოიძე.

რაც შეეხება მოსამართლეებთან დაკავშირებულ პროცესს, აკაკი ზოიძის თქმით, საზოგადოებისთვის პროცესი გამჭვირვალე იქნება.

"ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვახმართ იმას, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა გამწესებასთან დაკავშირებული პროცესი გამჭვირვალე იყოს საზოგადოებისთვის. ამერიკული მოდელის მიხედვით მოხდეს თითოეული კანდიდატის საჯარო განხილვა და კანონი, რომელიც ამ პროცესებს განსაზღვრავს, იყოს მაქსიმალური გარანტი იმისა, რომ არსებული საკონსტიტუციო მოწყობის ფარგლებში შეირჩეს ყველაზე კეთილსინდისიერი და პროფესიული რეპუტაციის მქონე მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. ეს ჩვენი მოვალეობაა. ამ ფონზე, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებები, რომ აქ ყველაფერი კლანია და ამას მტკიცებულებებით არ ამყარებ, არასწორია და პოლიტიკურ შეფასებებს უფრო ჰგავს, ვიდრე ობიექტურს" , აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა