logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენ წლის ბოლომდე შევძლებთ OSCE/ODIHR-ის  რეკომენდაციების გათვალისწინებას
ირაკლი კობახიძე: ჩვენ წლის ბოლომდე შევძლებთ OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების გათვალისწინებას
14:13 05.04.2019
"ჩვენ შევძლებთ წლის ბოლომდე ეუთო/ოდირის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებას",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუხადა.

ირაკლი კობახიძე დღეს დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საარჩევნო კანონმდებლობასა და პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

"ჩვენ საჯაროდ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ განვიხილოთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციები, რომელიც დაკავშირებულია არჩევნებთან, პოლიტიკური პარტიების რეგულაციებთან და მზად ვართ, რომ შესაბამისი ცვლილებები წლის ბოლომდე ავსახოთ კანონმდებლობაში. აქედან გამომდინარე, უკვე ახლავე დასაწყებია დისკუსიები ამასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, დღევანდელი შეხვედრით უკვე დაიწყო შესაბამისი დისკუსიები და ჩვენ შევძლებთ წლის ბოლომდე რეკომენდაციების გათვალისწინებას, რომელიც არის წარმოდგენილი ეუთო/ოდირის ანგარიშში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ყველა რეკომენდაცია დეტალურად განიხილეს. რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როგორც საარჩევნო კოდექსში, ასევე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში მასშტაბური ცვლილებები აისახება.

"არის არაერთი თემა. ამ თემებთან დაკავშირებით, გვექნება დეტალური მსჯელობა და შესაბამისი, საკმაოდ მასშტაბური ცვლილებები აისახება როგორც საარჩევნო კოდექსში, ასევე - ორგანულ კანონში პოლიტიკური პარტიების შესახებ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა