logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაგეგმილი პროექტებით ყველამ იამაყოს
კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაგეგმილი პროექტებით ყველამ იამაყოს
16:35 04.04.2019
თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტებით ყველამ იამაყოს - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კულტურის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ანგარიშის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

დედაქალაქის მერიის კულტურის პოლიტიკის პრეზენტაცია კახა კალაძემ გახსნა და სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა იმ საქმიანობისთვის, რასაც წლების განმავლობაში ქვეყნისა და ხალხისთვის აკეთებთ. მინდა, გთხოვოთ დახმარება, თანადგომა, რადგან თქვენი როლი პროექტების განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია. ჩვენ შევქმენით სპეციალური პლატფორმები, რომლითაც საზოგადოებას შესაძლებლობას მივცემთ, სხვადასხვა წარმოდგენა და კონცერტი იხილოს. მე ერთ რამეს გპირდებით: რაც ჩვენზე - დედაქალაქის მთავრობაზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ. მე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ, არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ. დარწმუნებული ვარ, ამ სულისკვეთებით შევძლებთ, ყველა პრობლემა მოვაგვაროთ“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა, ასევე, მადლობა მერის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას და კულტურის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს გადაუხადა.

„მიხარია, რომ მყავს ასეთი თანაგუნდელები, რადგან შეუძლებელია, მხოლოდ ერთმა ადამიანმა განახორციელოს ის, რასაც ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ვაკეთებთ. მადლობელი ვარ თითოეული თანამშრომლის შრომისთვის, იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ, რათა ჩვენი დედაქალაქი წარმატებული და წინწასული იყოს“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიისთვის 2019 წელი დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობის თვალსაზრისით, განსაკუთრებულია.

„წლევანდელი ბიუჯეტი ერთ მლრდ ლარზე მეტი იქნება. წლევანდელი წელი განსაკუთრებული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტებით - ახალი ქუჩები, გზები, ქალაქის კეთილმოწყობა, დასუფთავება, გალამაზება, ამაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განვახორციელოთ და ყველამ იამაყოს იმ პროექტებით, რომელიც დაგეგმილი გვაქვს. ეს ის მიმართულებაა, სადაც ჩვენ, ყველას თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა გვჭირდება, რათა საზოგადოებას შევუქმნათ განწყობა, მივაწოდოთ სიახლეები - ეს იქნება შოუბიზნესის თუ სხვა მიმართულება. მზად ვართ, ყველაფერში გვერდში დაგიდგეთ, რათა თქვენი ჩანაფიქრები განახორციელოთ. ასევე, მზად ვართ, თქვენს იდეებს ფრთები შევასხათ და სამომავალოდ განვახორციელოთ“ - აღნიშნა თბილისის მერმა.

კულტურის პოლიტიკის პრეზენტაციას კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები, მერის მოადგილეები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა