logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: საქართველო სწრაფად და ეფექტურად პროგრესირებს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც საქართველო გახდება ნატოს სრულფასოვანი წევრი
მამუკა ბახტაძე: საქართველო სწრაფად და ეფექტურად პროგრესირებს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც საქართველო გახდება ნატოს სრულფასოვანი წევრი
15:53 04.04.2019
საქართველო სწრაფად და ეფექტურად პროგრესირებს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც საქართველო გახდება ნატოს სრულფასოვანი წევრი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ნატოს დაარსებიდან 70 წელი ალიანსის ყველა წევრ და მეგობარ ქვეყანას მიულოცა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ნატო ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც დარჩება გლობალური უსაფრთხოების, მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფისა და სტაბილურობის განვითარების გარანტად. პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს საერთაშორისო პრიორიტეტი და მისწრაფება, რომელიც ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია.

„ნატოს საიუბილეო მინისტერიალი ვაშინგტონში მიმდინარეობს. იმის ფონზე, რომ აღნიშნულ მინისტერიალში მონაწილეობენ მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი მონაწილეა საქართველოც. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება ვიზიტით ვაშინგტონში. ამ დღეებში, ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი, მხარდამჭერი გზავნილები საქართველოს მისამართით. მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ნატოს გენერალურ მდივანს, იმ ძალიან ძლიერი მხარდამჭერი განცხადებებისთვის, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ვაშინგტონში მისი მხრიდან. ამავე დროს, მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა წარმომადგენლობით პალატაში, პოლიტიკოსების და ექსპერტების მხრიდანაც" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, კონგრესმენებისა და მომხსენებლების მხრიდან გამოიხატა საქართველოსადმი აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა; ხაზი გაესვა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს მინისტერიალის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის უსაფრთხოებაც არის და შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში ჩვენს ქვეყანას აქვს უნიკალური და განსაკუთრებული როლი" - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა