logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კომუნიკაციების კომისია: „რუსთავი 2“-მა უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდით, გრიგოლ ვაშაძეს დამატებით 1,281,511 ლარის რეკლამა აჩუქა
კომუნიკაციების კომისია: „რუსთავი 2“-მა უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდით, გრიგოლ ვაშაძეს დამატებით 1,281,511 ლარის რეკლამა აჩუქა
13:10 03.04.2019
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტების გაზრდის შესახებ მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილების შედეგად, პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კანონით გათვალისწინებული უფასო პოლიტიკური რეკლამის სავალდებულო ლიმიტს მიღმა, დაახლოებით 1,281,511 ლარის ღირებულების 388 წუთი უფასო რეკლამა მიიღო.

კომისია აღნიშნავს, რომ „რუსთავი 2“-ს უფასო პოლიტიკური რეკლამის გაზრდის ვალდებულება კანონით არ ჰქონია.

„მაუწყებელმა უფასო სარეკლამო დროის გაზრდის გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო და ეს პირველად 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გააკეთა. აღნიშნული საკითხით სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც დაინტერესდა და კომისიისგან დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის სრულად იქნა მიწოდებული“, – აცხადებს კომისია.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის საეთერო დროის ლიმიტის გაზრდის შედეგად, გრიგოლ ვაშაძის შემდეგ, ყველაზე მეტი სარგებელი დავით ბაქრაძემ მიიღო, რომელსაც მაუწყებელმა უფასოდ ამავე პერიოდში (მხარდამჭერ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტთან ერთად) ლიმიტს მიღმა 198 წუთი დაუთმო, რომლის დაახლოებითი ღირებულება 655,424 ლარია.

2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზიკომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჩაატარა. კომისიამ ანალიზი მაუწყებლების მიერ კომისიაში წარდგენილი ყოველკვირეული ფორმების საფუძველზე განახორციელა, რომლის წარდგენაც კომისიაში მაუწყებლებს კანონით ევალებათ. „უფასო პოლიტიკური რეკლამის საბაზრო ღირებულების დადგენა სარეკლამო ჭრებისთვის იმ ღირებულების მინიჭებით განხორციელდა, რომელიც თავად მაუწყებლებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო პროგრამების მიხედვით ჰქონდათ დადგენილი“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა