logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
აგვისტოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით საგარეო პოლიტიკური უწყება განცხადებას ავრცელებს
აგვისტოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით საგარეო პოლიტიკური უწყება განცხადებას ავრცელებს
19:46 07.08.2012
2008 წლის აგვისტოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებით, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო აგრესია განახორციელეს.
რუსეთის ფედერაცია შეიარაღებული ძალების ომამდელ პოზიციებზე დაბრუნების შესახებ ვალდებულებას არ ასრულებს, რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე რჩებიან და მისი 20%-ის ოკუპაციას ახორციელებენ.
განცხადების თანახმად, რუსეთმა აღიარა მისივე შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით და კონტროლქვეშ მოქმედი რეჟიმები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საქართველოს ტერიტორიაზე ორი სამხედრო ბაზა შექმნა და ათი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე განათავსა.
2008 წლის ომის დროს და შემდეგ, საქართველო მარტო არ აღმოჩნდა მისი სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარი გამოწვევის წინაშე.
„მეგობარი სახელმწიფოების ძალისხმევით, 2008 წლის აგვისტოში მოხერხდა აგრესიის შეჩერება. ომის შემდეგ, მეგობარმა ქვეყნებმა დიდი დახმარება გაუწიეს საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში“- ნათქვამია განცხადებაში. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ მოსკოვისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილი ხელოვნური წინააღმდეგობები გალის ინციდენტების პრევენციის მექანიზმში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობასთან დაკავშირებით, დაძლეული იქნება და ევროკავშირის მისიას მისი მანდატით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების შესაძლებლობა მიეცემა.
საგარეო პოლიტიკური უწყება აცხადებს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პოლიტიკას აგრძელებს - მიმდინარეობს მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე, სავიზო რეჟიმის გაფართოებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. ამასთან, საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში თავისი წვლილი შეაქვს.
„ჩვენი ჯარისკაცები უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას ავღანეთში. მომავალ წლებში გაიზრდება გაერო-სა და ევროკავშირის მისიებში საქართველოს მონაწილეობაც“-ნათქვამია განცხადებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ჩართულობის სტრატეგია, რომლის მთავარი მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობების აღდგენაა.
„ამ სტრატეგიის განხორციელების გზით, ჩვენ მეგობრობის ხელს ვუწვდით აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს და გამოვხატავთ სურვილს, რომ გვერდზე გადავდოთ ის უთანხმოებანი, რაც აქამდე გვქონდა და გადავდგათ ქმედითი, პრაგმატული ნაბიჯები, რათა საოკუპაციო ხაზით და ახალი „ბერლინის კედლით“ გაყოფილმა ხალხმა კვლავ შეძლოს ერთად ცხოვრება და აღადგინოს ერთმანეთისა და საერთო მომავლის ნდობა“-აცხადებს საგარეო უწყება
აქვე აღნიშნულია, რომ მიუხედავად 2008 წლის აგრესიისა, საქართველო რუსეთის მოქალაქეების მიმართ მეგობრულადაა განწყობილი, რასაც საქართველოში მოქმედი რუსული კომპანიების ეკონომიკური ინვესტიციების დაცულობა და რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებაც მოწმობს.
„საქართველომ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა აწარმოოს რუსეთთან მოლაპარაკებები ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ნებისმიერ დონეზე. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ და სხვა თემებზე ანალოგიური კონსტრუქციული პოზიცია და შემხვედრი ნაბიჯების გადადგმის სურვილი არ შეიმჩნევა“- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
სამინისტროს განმარტებით, საქართველოს ასევე კონსტრუქციული პოზიცია უჭირავს ჟენევის მოლაპარაკებებზე. უწყება იმედს გამოთქვამს, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებზე რუსეთი შეისმენს ევროკავშირისა და ნატო-ს მოწოდებებს და აიღებს ძალის არ გამოყენების ვალდებულებას.
საგარეო უწყება განმარტავს, რომ ომიდან ოთხი წლის თავზე საქართველოს მიზანი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაა, რისთვისაც რეგიონის ქვეყნებთან, ევროატლანტიკური ოჯახის წევრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობა სჭირდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა