2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა შვილების ნახატები დღეს „თი-ბი-სი გალერეაში“ გამოიფინა.
ღონისძიება „ხსოვნის კვირეულის“ ფარგლებში იმართება და მისი ორგანიზატორები არიან ფონდი „წითელი ყაყაჩო“ და გაზეთი „პრაიმტაიმი“.
პროექტის ფარგლებში, პატარებს მასტერ-კლასი ცნობილმა მხატვარმა გია ბუღაძემ ჩაუტარა.
ბავშვების ყველა ნამუშევარს საერთო თემა - მშვიდობა აერთიანებს.
ღონისძიებას საქველმოქმედო ხასიათი აქვს. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა ომში დაღუპული გმირების შვილების დახმარების ფონდში გადაირიცხება.
„თი-ბი-სი გალერეა“ გამოფენის მასპინძელი 12 აგვისტომდე იქნება.

















