logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე სერბეთის პრემიერმინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე სერბეთის პრემიერმინისტრს შეხვდა
11:49 30.03.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს, ანა ბრნაბიჩს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. ამ კონტექსტში, აღინიშნა, რომ თანამშრომლობის გააქტიურებას ხელს შეუწყობს საქართველოსა და სერბეთს შორის ჩამოყალიბებული ეკონომიკური კომისია, რომლის სხდომაც მიმდინარე წლის ზაფხულში, თბილისში გაიმართება.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსა და სერბეთს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებას ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნესფორუმი, რომელიც დღეს გაიხსნება.

„სერბეთის პრემიერმინისტრთან ჩვენი თანამშრომლობის ძირითად პოლიტიკურ და ეკონომიკურ განზომილებაზე ვისაუბრეთ. აღინიშნა, რომ არის სერიოზული პერსპექტივა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით და ამაზე საჭიროა აქტიური მუშაობა. დღეს ვხსნით პირველ ბიზნესფორუმს, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების განვითარებას ჩვენს ორ ქვეყანას შორის“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად, სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: გოგა გულორდავა, გიორგი თოთლაძე, ზაქარია ქუცნაშვილი და დავით ბაქრაძე, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა