logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
11:42 30.03.2019
საგარეო საქმეთა სამინისტროში 29 მარტს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებმა.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, რუსლან აბაშიძე. აშშ-ს მხრიდან - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე განათლებისა და კულტურის საკითხებში, ალიშა ვუდვარდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, პიტერ ვიებლერი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, როს ვილსონი.

საგარეო უწყების ცნობით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა განათლების, სპორტის, კულტურის, ჯანდაცვის, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით განიხილეს. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობის ჩართულობის საკითხები და ამ კუთხით არსებული გამოწვევები.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის განათლების ახალი ეროვნული კონცეფციისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ. ისაუბრა განათლების რეფორმის მიზნებზე და აღნიშნა, რომ განათლების სისტემის ძირეული ცვლილებები მიზნად ისახავს მოქნილი, თანამედროვე და ხარისხიანი განათლების სისტემის უზრუნველყოფას. შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს განათლების სფეროს ყველა დონეზე რეფორმების გატარების მნიშვნელობა. ქართულმა მხარემ მადლიერებით აღნიშნა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფარგლებში განათლების სფეროში განხორციელებული პროექტები და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ამ მიმართულებით შემდგომშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ს მხარე და, მათ შორის, საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს მთავრობასთან, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს განათლების სისტემის სტუდენტებზე და ხარისხიანი სწავლების მოდელზე ორიენტირებულ სისტემაზე ტრანსფორმაცია, რომელიც ფოკუსირებული იქნება კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების გამომუშავებაზე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ პროფესიული განათლების მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე, გაცვლითი პროგრამების და სხვა ინოვაციური მიდგომების გამოყენების გზით.

შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ განიხილეს. აშშ-ის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ქმედებების თაობაზე. ინფორმაცია მთავრობის საქმიანობის შესახებ ამერიკელ კოლეგებს გააცნო შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ რუსლან აბაშიძემ. თავის მხრივ, აშშ-ის მხარემ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მთავრობის ძალისხმევისადმი, გაზარდოს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები პირების ჩართულობა და სხვადასხვა მომსახურებებისა და სიკეთეების მათზე განვრცობის შესაძლებლობა. მხარეებმა მხარდაჭერა გამოხატეს ნდობის აღდგენის ღონისძიებების მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავს დაძაბულობის შემცირებას, მშვიდობის დამყარებასა და შერიგების მიმართულებით პროგრესის მიღწევას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხალხთაშორისი ჩართულობა ღირებული და მნიშვნელოვანი ფაქტორია ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და შერიგების პროცესის წინსვლისათვის.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილეს სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა ისეთ გამოწვევებთან მიმართებაში, როგორიცაა დეზინფორმაცია და პროპაგანდა. ქართულმა მხარემ გამოხატა მადლიერება აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესებას ყველა სახელისუფლებლო სტრუქტურაში. მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული აქტივობები და კონკრეტული გეგმები.

განხილვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს ჯანდაცვის სფერო წარმოადგენდა. საუბარი შეეხო საქართველოს ჯანდაცვის სერვისებისა და ჯანდაცვის სექტორის რეფორმების გზაზე მიღწეულ პროგრესს. აშშ-მა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს აქტიური ჩართულობის გამო ,,გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების დღის წესრიგის“ ინიციატივაში და მადლიერება გამოხატა ამ კუთხით მრავალწლიან პარტნიორობასთან დაკავშირებით. აღინიშნა C ჰეპატიტის ელიმინაციის საქმეში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

მხარეებმა ასევე განიხილეს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები და შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ისეთი პროგრამების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობისაკენ. საუბარი შეეხო ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების განხორციელების საკითხებს ქართულ და ამერიკულ ახალგაზრდულ საქმეთა ორგანიზაციებს შორის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა