logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თეა წულუკიანმა და Eurojust-ის პრეზიდენტმა ხელშკრულების დეტალები და მნიშვნელობა განმარტეს
თეა წულუკიანმა და Eurojust-ის პრეზიდენტმა ხელშკრულების დეტალები და მნიშვნელობა განმარტეს
17:53 29.03.2019
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გენერალურმა პროკურორმა და ევროჯასტის პრეზიდენტმა ევროკავშირის იუსტიციის ერთიან სისტემასთან თანამშრომლობის შეთანხმების დოკუმენტს ხელი ჰააგაში მოაწერეს.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მხარეებმა კომენტარი გააკეთეს.

Eurojust-ის პრეზიდენტის, ლადისლავ ჰამრანის განცხადებით, საქართველოს საშუალება ეძლევა, პირდაპირ კავშირზე იყოს ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანასთან, 3 ქვეყნის ურთიერთობის კოორდინატორ 6 პროკურორთან და 46 ქვეყნის პროკურორების გლობალურ ქსელთან.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს მნიშვნელოვანი თარიღია ორივე მხარისთვის. საქართველოს საშუალება ეძლევა, პირდაპირ კავშირზე იყოს ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანასთან, 3 ქვეყნის ურთიერთობის კოორდინატორ 6 პროკურორთან და 46 ქვეყნის პროკურორების გლობალურ ქსელთან. ამასთან ერთად, „Eurojust“-თან თანამშრომლობით, თქვენ მიიღებთ უფრო ეფექტურ მხარდაჭერას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მეორე მხრივ, „Eurojust“-იც გაიძლიერებს საკუთარ პოზიციას როგორც გლობალური პარტნიორი საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“., - განაცხადა ლადისლავ ჰამრანმა.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა, საშუალებას მისცემს ევროკავშირს, ქართველ პროკურორებსა და გამომძიებლებთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად იმუშაონ სისხლის სამართლის საქმეებზე, როდესაც საქმე ეხება ტრანსნაციონალურ დანაშაულს.

„დღეს ჩვენ ჰააგაში ხელს ვაწერთ ევროკავშირის იუსტიციების სისტემებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს, ქართველ პროკურორებსა და გამომძიებლებთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად იმუშაონ სისხლის სამართლის საქმეებზე, როდესაც საქმე ეხება ტრანსნაციონალურ დანაშაულს − იქნება ეს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობით ევროკავშირის ქვეყნებში ჩადენილი დანაშაული, თუ ნებისმიერი იმ პირის მიერ ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც საქართველოს იურისდიქციის ქვეშ შეიძლება იმყოფებოდეს ან, უბრალოდ, ჩვენ შეიძლება ვფლობდეთ ამის შესახებ ინფორმაციას.

ხელმოწერამდეც ჩვენ ბოლო ოთხი წელია, ვთანამშრომლობდით Eurojust-თან და 30-ზე მეტ საქმეზე გვქონია წარმატებული ურთიერთობა.
ეს ხელმოწერა საშუალებას მისცემს უკვე დამოუკიდებელ და იუსტიციის სამინისტროსგან გამოყოფილ გენერალურ პროკურორს და მის ოფისს საქართველოს მხრიდან, რომ აქ, ჰააგაში, დაასახელოს თავისი წარმომადგენელი პროკურორი და ევროკავშირელ პროკურორებთან ერთად იმუშაოს დანაშაულის პრევენციასა და იმ დანაშაულის გამოძიებაზე, რომლის გამოძიებაზეც საზღვარი ვეღარ შექმნის პრობლემას“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა