logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზალკალიანი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ევროპული ბიუროს დირექტორს, პასკალ მოროს შეხვდა
ზალკალიანი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ევროპული ბიუროს დირექტორს, პასკალ მოროს შეხვდა
17:51 29.03.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ევროპული ბიუროს დირექტორს, პასკალ მოროს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში UNHCR-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ევროპული ბიუროს დირექტორს საქართველოში ვიზიტისთვის და UNHCR-ის მიერ საქართველოში განხორციელებული საქმიანობისთვის.

დავით ზალკალიანმა პასკალ მოროს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავებისა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს. საუბარი შეეხო რუსეთის მხრიდან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის, თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვებს და ადამიანის უფლებათა სხვა უხეშ დარღვევებს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა