საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა
კოლეგასთან, სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მაია გოიკოვიჩთან ერთად დაათვალიერა.
ექსპოზიცია მასპინძელი ქვეყნის ეროვნული ასამბლეის შენობაშია წარმოდგენილი.
ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგელობაში პარლამენტის წევრები: გოგა გულორდავა, გიორგი თოთლაძე, ზაქარია ქუცნაშვილი და დავით ბაქრაძე, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

















