logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძემ სერბეთში საქართველოს საკონსულო გახსნა
ირაკლი კობახიძემ სერბეთში საქართველოს საკონსულო გახსნა
09:35 29.03.2019
„სერბეთი არის პრიორიტეტული ქვეყანა ჩვენთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასთან გვქონდეს მჭიდრო პოლიტიკური , ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები“,- ამის შესახებ სერბეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნისას განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და ამ კონტექსტში, დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაღრმავოთ კიდევ უფრო მეტად პოლიტიკური ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ასევე, არის ძალიან დიდი პერსპექტივა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით, ასევე, კულტურის, განათლების, მეცნიერების სფეროში შეგვიძლია ურთიერთობების გაღრმავება და ბუნებრივია, დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე, გადაწყდა, რომ დაიწყება მუშაობა უახლოეს თვეებში, თბილისში, სერბეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის გასახსნელად.

კითხვაზე - მიიღებს თუ არა საკონსულო საელჩოს სახეს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ წარმომადგენლობის გახსნა პირველი ნაბიჯია დიპლომატიური ურთიერთობების თანდათან განსავითარებლად.

„იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ, ბუნებრივია, გავხსნით საელჩოს სერბეთის რესპუბლიკაში. ეს არის მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ სერბეთი არის პრიორიტეტული ქვეყანა ჩვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები სერბეთის რესპუბლიკასთან. არის ძალიან ბევრი რამ, რაც ჩვენ გვაერთიანებს, როგორც საერთო გამოწვევები, ასევე, საერთო მიზნები და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიპლომატიური ურთიერთობების თანდათანობით განვითარება“,- განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა