logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საქართველო მოწადინებულია, გააგრძელოს წვლილის შეტანა ჩვენი შვილებისთვის უკეთესი და მშვიდობიანი მომავლის შექმნაში
ირაკლი კობახიძე: საქართველო მოწადინებულია, გააგრძელოს წვლილის შეტანა ჩვენი შვილებისთვის უკეთესი და მშვიდობიანი მომავლის შექმნაში
09:27 29.03.2019
„საქართველო მოწადინებულია, გააგრძელოს წვლილის შეტანა ჩვენი შვილებისთვის უკეთესი და მშვიდობიანი მომავლის შექმნაში. სერბეთის რესპუბლიკა ასეთივე პოზიტიურ როლს ასრულებს ბალკანეთის რეგიონში, ამრიგად, შეგვიძლია გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა და გავაუმჯობესოთ ჩვენ ორ რეგიონს შორის კავშირები, მათ შორის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორმატში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.



სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასა და იმ როლზე ისაუბრა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა რეგიონში ასრულებს.



მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის უნიკალური მდებარეობა არის შესანიშნავი შესაძლებლობა და იმავდროულად, პასუხისმგებლობაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სრულად აცნობიერებს საკუთარ როლს რეგიონში და გამოცდილებაც ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა, ეს როლი შემართებითა და პასუხისმგებლობით იტვირთოს.



„შავი ზღვის რეგიონს გეოგრაფიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და ასევე უსაფრთხოების კუთხით სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ამ რეგიონის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისა და საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურისათვის.

საქართველოს უნიკალური მდებარეობა შესანიშნავი შესაძლებლობა და იმავდროულად, პასუხისმგებლობაცაა. სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს როლს რეგიონში.

წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჩვენ მზად ვართ, ვიკისროთ ეს როლი მაღალი პასუხისმგებლობითა და შემართებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონალურ და გლობალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ჩვენ ამას მრავალი მიმართულებით ვახორციელებთ.

მხარს ვუჭერთ რეგიონალურ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში. მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს უკრაინასთან, მოლდოვასთან, თურქეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან. მეტიც, ქართველი სამხედროები, რომლებიც გმირულად დაეცნენ მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილებში, ყველაზე მტკივნეული წვლილია, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, რაც ადასტურებს ჩვენს მზაობას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მოწადინებულია, გააგრძელოს წვლილის შეტანა უკეთესი და მშვიდობიანი მომავლის შექმნაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა