logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართა
ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართა
08:54 29.03.2019
სტრასბურგში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის (PAC) მერვე სხდომა გაიმართა , რომელშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპარლამენტის წევრები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კომიტეტის თანათავმჯდომარეების - თამარ ხულორდავას და საჯად კარიმის შემდეგ, კომიტეტს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ვახტანგ მახარობლიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და საქართველოში კონფლიქტის გადაჭრის საქმეში ევროკავშირის როლზე. მინისტრის მოადგილემ ასევე მიმოიხილა ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ევროკავშირის ხელშეწყობით მიმდინარეობს და რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარდა, ქვეყანაში რამდენიმე გზატკეცილის გაყვანას და სხვა პროექტებს მოიცავს. ამ მხრივ აღინიშნა მხარეებს შორის ტრანსპორტის სფეროში სტრატეგიული დიალოგის დაწყებაც, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას და შესაბამისად ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ისაუბრა თავისუფალი უვიზო რეჟიმის განხორციელებაზე და ამ პროცესში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც, რათა წინააღმდეგობა არ შეექმნას საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან მიღწევას, როგორც ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლაა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის, რაც ევროპარლამენტის არაერთ რეზოლუციაშია ასახული. მან განსაკუთრებულად აღნიშნა ევროპარლამენტის მიერ2018 წლის ნოემბერში ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ პირველი რეზოლუცია და ასევე გასული წლის ივნისში საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის წლისთავისადმი მიძღვნილი რეზოლუცია.

მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში განსაკუთრებით აღნიშნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი ევროპული სკოლის დაარსება, რომელსაც გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი და რომელიც ევროკავშირის გარეთ პირველი ევროპული სკოლაა, რაც მნიშვნელოვანი და სიმბოლური დატვირთვის მატარებელია.

გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საგზაო რუკის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯებსა და ინსტრუმენტებს უყრის თავს.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების სტრატეგიულ დიალოგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, რაც ორივე მხარეს შორის ინტერესების თანხვედრის შედეგია.

შეხვედრის დასასრულს ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროპარლამენტარები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიწვია, რომლის ჩატარებაც ბათუმში იგეგმება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა