logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის თავმჯდომარე: ტურიზმი სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოს ეკონომიკაში, რაც უდიდეს საინვესტიციო შესაძლებლობებს იძლევა
პარლამენტის თავმჯდომარე: ტურიზმი სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოს ეკონომიკაში, რაც უდიდეს საინვესტიციო შესაძლებლობებს იძლევა
17:53 28.03.2019
"საქართველომ შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო კლიმატი - ეფექტური საჯარო მომსახურება, კორუფციისაგან თავისუფალი მთავრობა და თავისუფალი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო, რამაც უკვე მოგვიტანა ხელშესახები შედეგი და ჰპოვა ფართო საერთაშორისო აღიარება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ სერბეთში ვიზიტის ფარგლებში ასამბლეის წევრებს მიმართა და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, მიღწეული წარმატებებისა და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

"წინასწარი შეფასების საფუძველზე, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2018 წელს შეადგენდა 4.7%, ხოლო საშუალო მშპ ზრდა ბოლო სამი წლის განმავლობაში შეადგენდა 4.1%. ბიზნესის კეთების 2019 წლის რეიტინგის მიხედვით, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა, საქართველო მე-6 ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ. 2019 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, რომელსაც "ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი" აქვეყნებს, საქართველო მე-8 ადგილზეა ევროპაში",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს მომსახურების გაუმჯობესებას, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით უფრო მაღალი ხარისხის, მარტივად ხელმისაწვდომი და ეფექტურად ადმინისტრირებული მომსახურების მიღებას. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული მომსახურება აღიარეს გაერომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

"იუსტიციის სამინისტრო გახდა "საჯარო მომსახურების განხორციელების გაუმჯობესების" კატეგორიის ჯილდოს მფლობელი "იუსტიციის სახლების" დაარსებისათვის. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გახდა გამარჯვებული კატეგორიისა - "კორუფციის პრევენცია და კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სექტორში" ონლაინ სამთავრობო შესყიდვების სისტემის დამსახურებით. აღნიშნული ციფრები და ეს აღიარება ბევრს მეტყველებს ეფექტურ ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატზე და ასევე მმართველობის სისტემაზე საქართველოში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრანსპორტის სფეროში კავშირების გაუმჯობესება ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ახალ აბრეშუმის გზაზე ისტორიული როლის აღდგენას ცდილობს.

"ურთიერთკავშირების და განსაკუთრებით, ტრანსპორტის სფეროში კიდევ უფრო გაუმჯობესება სტრატეგიული მნიშვნელობისაა საქართველოსა და რეგიონისათვის. ვცდილობთ, აღვადგინოთ ჩვენი ისტორიული როლი ახალ აბრეშუმის გზაზე. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებთან, თურქეთთან და ჩინეთთან. მაშასადამე, საქართველო წარმოადგენს საიმედო სატრანზიტო პარტნიორსა და საკვანძო მოთამაშეს ტრანსპორტის სფეროში და კვლავ აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას ძირითად სტრატეგიულ პროექტებსა და ინიციატივებში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკაში სწრაფად მზარდი სექტორია ტურიზმი, რომელიც უდიდეს საინვესტიციო შესაძლებლობებს იძლევა.

"ტურიზმი სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოს ეკონომიკაში, რაც უდიდეს საინვესტიციო შესაძლებლობებს იძლევა, კონკრეტულად კი საზღვაო, სამთო და ალპური სათხილამურო კურორტების მხრივ. გასულ წელს, საქართველომ 8.5 მილიონი ტურისტი მიიღო მაშინ, როდესაც თავად საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონია. ჩვენ მივესალმებით ტურისტებს, ხოლო ქართული სული და სტუმართმოყვარეობა განთქმულია საუკუნეების მანძილზე, რაც ეფუძნება ძველ გამოთქმას, რომ სტუმარი ღვთისაა",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა