საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგალიო მარფილმა წერილები გაიცვალეს.
საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების წერილებში ორ ქვეყანას შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას გაესვა ხაზი.
სამინისტროს ინფორმაციით, წერილებში, ასევე, აისახა მრავალმხრივ ფორმატში საქართველო-ესპანეთის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობის საკითხი.

















