logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
15:16 28.03.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტად სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება, ქვეყნის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, მაია გოიკოვიჩს შეხვდა.

მხარეების თქმით, ირაკლი კობახიძის ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტია სერბეთის რესპუბლიკაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბ კოლეგას მასპინძლობისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, მაია გოიკოვიჩმა ირაკლი კობახიძეს ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე მიულოცა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მხარეების შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობა მნიშვნელოვნად გააქტიურდა და ამას ადასტურებს საქართველოს პარლამენტსა და სერბეთის ეროვნულ ასამბლეას შორის პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც. მათივე თქმით, ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას ხელს შეუწყობს პირდაპირი ფრენების დანიშვნაც, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

ირაკლი კობახიძემ და მაია გოიკოვიჩმა ერთმანეთს საქართველოსა და სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ და მაია გოიკოვიჩმა საქართველოს პარლამენტსა და სერბეთის ეროვნულ ასამბლეას შორის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

“გვსურს ორმხრივი ურთიერთობები მრავალი სხვადასხვა მიმართულებით გავაძლიეროთ. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან პოზიტიური პოლიტიკური ურთიერთობები. ასევე, გვსურს, გავაღრმავოთ ეკონომიკური კავშირები და მწამს, რომ ამ მიმართულებით დიდი პერსპექტივა არსებობს. ასევე, გვსურს, გავაძლიეროთ ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირები, გავაღრმავოთ თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, სპორტის მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც ძალიან კარგი პერსპექტივები არსებობს“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ჩვენს ქვეყნებს მსგავსი გამოწვევები და მიზნები აკავშირებს. ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის სახელით, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში წვლილის შეტანისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

„ჩვენ მსგავსი გამოწვევები გაქვს, თუმცა, გვაქვს მსგავსი მიზნებიც. ჩვენი საერთო საგარეო პოლიტიკური მიზანი არის ევროპული ინტეგრაცია და მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო მიზნის მისაღწევად, ერთად ვიდგეთ. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით, სერბეთის გამოცდილების გაზიარება.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პერსპექტივები და დინამიკა ძალიან პოზიტიურია. საქართველოს პარლამენტი მზად არის, გააგრძელოს ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებაში საკუთარი წვლილის შეტანა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ერთობლივი ბრიფინგის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ასამბლეის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა