logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტში სტიქიური მოვლენების პრევენციისა და შედეგების აღმოფხვრის შესახებ იმსჯელეს
პარლამენტში სტიქიური მოვლენების პრევენციისა და შედეგების აღმოფხვრის შესახებ იმსჯელეს
15:42 27.03.2019
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის 2019 წლის გეგმის შესაბამისად, ქვეყანაში სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობისა და პრევენციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების მზადყოფნის შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო გეგმავს კვლევების საფუძველზე შერჩეული მექანიზმებითა და ახლებური მიდგომებით სტიქიური მოვლენების პრევენციის მიზნით დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებები განახორციელოს.

კომიტეტის სხდომაზე ასევე, იმსჯელეს განსახილველ საკითხთან მიმართებით ჯანდაცვის სამინისტროს როლსა და მთავრობის მიერ პრევენციული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხის მუნიციპალიტეტებზე გადანაწილების ფორმულის შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სტიქიით მიყენებული ზარალის მიმართ ოპერატიული რეაგირება და მთავრობის მიერ გამოყოფილ თანხებთან შესრულებული სალიკვიდაციო სამუშაოების შესაბამისობა.

„საქართველოს პარლამენტმა, ჩვენი კომიტეტის საშუალებით პირველად მოისმინა ინფორმაცია იმ დიდი, მნიშვნელოვანი სამუშაოს შესახებ, რაც მთავრობის მიერ სტიქიური მოვლენების პრევენციის და შედეგების აღმოფხვრის პოლიტიკის თვალსაზრისით არსებობს. კარგად ჩანს, რომ მთავრობას მომზადებული აქვს კომპლექსური და თანმიმდევრული გეგმა ამ საკითხში, რაც უნდა შეფასდეს, როგორც პოზიტიური სიახლე“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. საკითხი განსახილველად პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა.

კანონპროექტი მიზნად ისახავს დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების განთავსებასთან, რეალიზაციასთან, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას.

დედაქალაქში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით (მტვერი) დაბინძურება წარმოადგენს.

აღნიშნული დაბინძურების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს თბილისში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობების, სამშენებლო მოედნების, მარტივად აალებადი, დი მასალების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვის, განთავსების, დამუშავებისა და რეალიზაციისათვის სპეციფიკური რეგულაციების არ არსებობა.

„ჩვენ, საკომიტეტო მოკვლევა ჩავატარეთ, სადაც დეტალურად იქნა შესწავლილი ჰაერის დაბინძურების გამომწვევი მიზეზები. მოწვეული იყვნენ სახელმწიფო უწყების, მერიის წარმომადგენლები, სხვადასხვა ექსპერტები და ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც შემოიტანეს თავიანთი პოზიციები და რომელზეც რეაგირება გვექნება ჩვენ, პარლამენტს და მოვთხოვთ რეაგირებას აღმასრულებელ ორგანოებსაც“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, ჰაერის დაბინძურება ხდება ერთი მხრივ, ავტომანქანებიდან გამონაბოლქვით მეორე მხრივ სამშენებლო და ბუნებრივი მტვერით.

„ამ ცვლილებებით ჩვენ ვქმნით სამართლებრივ საფუძვლებს, რომლითაც საკრებულოს, მერიასთან ერთად პირველი ივლისიდან მოუწევს დაამტკიცოს ის რეალიზაციისა და განთავსების წესი, რომლის დაცვა მოუწევს ყველას, ვინც ამ სექტორში მუშაობს, მიუხედავად იმისა ის ფიზიკური პირია თუ იურიდიული პირი. დარღვევის შემთხვევაში ისინი ჯარიმებს გადაიხდიან“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

კანონპროექტის თანახმად, სამართალდარღვევა ხდება დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების წესების დარღვევით განთავსება, რეალიზაცია და ტრანსპორტირება.

აღნიშნული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირისათვის 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარის ოდენობით. დარღვევის გამეორებით ჩადენისთვის ჯარიმა იზრდება.

კომიტეტის სხდომაზე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი ერთ-ერთმა ინიციატორმა გია ჟორჟოლიანმა წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, სოციალური შეღავათით უკვე მოსარგებლე პირთა წრეს დაემატება შემდეგი კატეგორიები: მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება და ასევე, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.

„წარმოდგენილი კანონპროექტი ეხება მაღალმთიანი რეგიონის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების გაფართოებას კერძოდ, განათლების სფეროს ხელშეწყობას და მხარდაჭერას მაღალმთიან რეგიონებში. ამ სფეროს მხარდაჭერა არის ერთ-ერთი გარანტია იმისა, რომ ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი იყოს იმ დონის ცოდნა და განათლება, რომელიც სხვა საქართველოს რეგიონებში და დედაქალაქშია ხელმისაწვდომი“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისი განმარტებით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათები არ მოიცავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს და შემოიფარგლება მხოლოდ ამავე დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლებით, რაც არასაკმარისია.

კანონპროექტის თანახმად, მნიშვნელოვანია, სოციალური შეღავათი გავრცელდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პირზე. ამასთანავე, აუცილებელია, რომ იგივე შეღავათი გავრცელდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე.

„მაღალმთიან რეგიონებში, განათლების სფეროს მუშაკები, კერძოდ, საშუალო სკოლის პედაგოგები იღებენ კანონით გათვალისწინებულ დანამატს, მაგრამ ამ დანამატს არ იღებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი, რაც იწვევს გარკვეულ სირთულეებს. ამ სფეროში დასაქმებული ყველა ადამიანი უნდა სარგებლობდეს იმ მხარდაჭერით, რომლითაც სარგებლობს პედაგოგი“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, სკოლამდელი დაწესებულებები ასევე უნდა დაექვემდებაროს ამ შეღავათებს, რამაც უნდა უზრუნველყოს ხარისხის გაუმჯობესება.

„ჩვენ ვიზიარებთ კანონპროექტის ამოცანებს, მიზნებს, პათოსს. მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა, მიზიდულობის ცენტრის გაჩენა მთაში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკის განხორციელება უპირველესად, არის ჩვენი კომიტეტის პრიორიტეტი. თუმცა, გარდა განათლების საკითხისა ეს კავშირშია, მათ შორის საბიუჯეტო თემატიკასთან. ფინანსთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხარს არ უჭერს კანონპროექტის ამ ფორმულირებას, ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტი ზეგავლენას ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. გთავაზობთ, რომ ჩვენ, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავებისას განვიხილოთ ეს საკითხი“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა