logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გივი მიქანაძემ ირანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია
გივი მიქანაძემ ირანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია
13:04 27.03.2019
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და ყურადღება საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის ფორმატებზე გაამახვილეს. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, რასაც მოწმობს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ორმხრივი ვიზიტები და საქმიანი შეხვედრები.

რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, გივი მიქანაძემ ირანელ დიპლომატს საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივა გააცნო, რაც საკანონმდებლო ორგანოების ადმინისტრაციებს შორის დაახლოებას ითვალისწინებს.

„საპარლამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, 2018 წელს, ჟენევაში ირანელ კოლეგასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას, პარლამენტების აპარატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე შევთანხმდით. აღნიშნულ შეხვედრაზე ირანის ისლამური რესპუბლიკის აპარატის უფროსი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მოვიწვიე, რომლის ოფიციალური მოსაწვევი დღეს ირანელ დიპლომატს გადავეცი“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, პარლამენტის ადმინისტრაციების დონეზე ირანულ მხარესთან დაახლოება საინტერესო და მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც სავაჭრო-ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და კულტურის მიმართულებით საქართველოს და ირანს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და ურთიერთობების ახალი ფორმატი, რასაც საკანონმდებლო ორგანოების აპარატების დაახლოება წარმოადგენს, ამ ურთიერთთანამშრომლობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი პარლამენტის აპარატის ინიციატივას მიესალმა და გივი მიქანაძეს ირანის პარლამენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციების დამყარების საკითხზე მხარდაჭერა აღუთქვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა