logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დუბლინში საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე და საქმეთა დროებითი რწმუნებული ქართული დიასპორას შეხვდნენ
დუბლინში საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე და საქმეთა დროებითი რწმუნებული ქართული დიასპორას შეხვდნენ
09:44 27.03.2019
დუბლინში, საქართველოს საელჩოში გაიმართა საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას და საქმეთა დროებითი რწმუნებულის გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა ირლანდიაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრმა, ფრაქციის „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა“ თავმჯდომარემ გოჩა ენუქიძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ, რომლებიც დუბლინში იმყოფებიან მ/წლის 26 მარტს დაგეგმილ 2020 წლის უეფას ევროპის ჩემპიონატის ირლანდია-საქართველოს შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით.

საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. დიასპორის წარმომადგენლებს წარუდგინა სტუმრები, მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს ჩართულობისთვისა და საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის.

დიასპორის კომიტეტის ახლადდანიშნული თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დაინტერესდა ქართული დიასპორის პრობლემებით და მათ წინაშე არსებული გამოწვევებით. მან მადლობა გადაუხდა დიასპორის წარმომადგენლებს, ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი დიასპორა არის დიდი რესურსი და ძალა ქვეყნისათვის.

ლევან კობიაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობისგან მხარდაჭერა აქვს რიგი ახალი პროექტების განხორციელების პროცესში. საელჩოში მოსული სტუმრები მოიწვია 26 მარტს, დუბლინის „ავივას“ სტადიონზე დაგეგმილ 2020 წლის უეფას ევროპის ჩემპიონატის ირლანდია-საქართველოს შესარჩევ მატჩზე დასასწრებად.

გოჩა ენუქიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგსა და შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდაზე. განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია უზრუნველყოს მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობა ეკონომიკური განვითარების პროცესში. ასევე, საუბარი შეეხო დიასპორის ეკონომიკური შესაძლებლობების შესწავლის საკითხს და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მონაწილეობით ეფექტური საინვესტიციო მექანიზმების შემუშავების აუცილებლობას.

სპორტის დარგში საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი პროგრამები მიმოიხილა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და დასძინა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ სფეროს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.

დიასპორის წარმომადგენლებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ საელჩოში შეხვედრები ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მათ ეძლევათ შესაძლებლობა შეხვდნენ მათთვის საინტერესო ადამიანებს, ისაუბრონ თავიანთ მიღწევებსა და მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე.
საელჩოში მოწვეულმა სტუმრებმა ქართული ღვინო და ტკბილეული დააგემოვნეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა