logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
დავით ზალკალიანი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
17:21 26.03.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს 2019 წლის 13-15 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის იაპონიაში განხორციელებული ნაყოფიერ ვიზიტთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა ვიზიტის ფარგლებში ჩატარებულ იაპონია-საქართველოს ბიზნეს-ფორუმის მნიშვნელობას, რომელშიც 150-მდე კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობა, რისთვისაც საქართველოს და იაპონიის მთავრობებს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის გაწევა ესაჭიროებათ, განსაკუთრებით იაპონიაში საქართველოს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლების კუთხით. თავის მხრივ, აღინიშნა, რომ საჭიროა იაპონური კერძო სექტორის მეტი წახალისება საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შორის ურთიერთობას. საქართველოს მხარემ მადლიერებით აღნიშნა ჯაიკა-ს დიდი წვლილი საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ამასთან ყურადღება გამახვილდა მომავალი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოში იაპონიის ელჩმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. გამორჩეული ადგილი დაეთმო კადრების პროფესიული განათლების და გადამზადების საკითხს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს და იაპონიას შორის ურთიერთობა, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის გათვალისწინებით, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და გამოთქვეს მზადყოფნა კვლავ განაგრძნონ მჭიდრო თანამშრომლობა, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა