logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
ანრი ოხანაშვილი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
16:14 26.03.2019
პარლამენტის იურიდიულს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ლუიზა ვინტონს და მის მოადგილე, მუნხტუია ალთანგერელს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

„დღეს გვქონდა გაცნობითი შეხვედრა ქალბატონ ლუიზა ვინტონთან, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში, რომელიც ჩართულია ჩვენს ქვეყანაში მთელი რიგი პროექტების განხორციელებაში და ასევე, მის მოადგილესთან, ქალბატონ მუნხტუია ალთანგერელთან. დიდი მადლობა გადაუხადა მათ იმ თანამშრომლობისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, როგორც პარლამენტთან, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან. გავაცანი ის გეგმები, რის განხორციელებასაც ჩვენი კომიტეტი UNDP-თან თანამშრომლობის ფარგლებში აპირებს. ერთმანეთს გავუზიარეთ ის საკითხები, რაზეც შეგვიძლია მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. ქალბატონმა ლუიზა ვინტონმა და ქალბატონმა მუნხტუია ალთანგერელმა აღგვითქვეს დიდი მხარდაჭერა როგორც საექსპერტო მხარდაჭერაში მთელ რიგ კანონპროექტებთან დაკავშირებით, ასევე კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარებაში“-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას იურიდიულს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ანრი ოხანაშვილის საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან და მის მოადგილესთან შეხვედრას ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ესწრებოდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა