logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება ნიშნავს დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებას
ირაკლი კობახიძე: ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება ნიშნავს დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებას
14:15 26.03.2019
"ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ თანდათანობით გავაძლიეროთ ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც უფლებამოსილებების, ასევე, რესურსების თვალსაზრისით და ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იქნება უზრუნველყოფილი უკეთესი მომსახურებით, განვითარების უფრო სწრაფი ტემპით, არამედ, ეს ნიშნავს, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებასაც",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ სამუშაო ჯგუფის პირველი საორგანიზაციო სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება არის კომპლექსური პროცესი, რომელსაც კომპლექსური გეგმა სჭირდება.

"ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს, როგორც პროცესი, აქედან გამომდინარე, საჭირო იყო შესაბამისი კომპლექსური სტრატეგიის შემუშავება და მოხარული ვართ, რომ ეს პროცესი სათანადოდ წარიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ძალიან ფართო ჩართულობით და ახლა პარლამენტის წინაშე არის წარმოდგენილი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი. გვაქვს იმის საშუალება, რომ განვიხილოთ ასევე ფართო ჩართულობით, ეს დოკუმენტი და წარვუდგინოთ ჩვენი მოსაზრებები აღმასრულებელ ხელისუფლებას - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაძლიერება და ასევე, მისთვის მატერიალური რესურსების გადაცემაა. პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კლასიკური გაგებით, დეცენტრალიზაცია სწორედ მეტ უფლებამოსილებებსა და მეტ რესურსებს ნიშნავს. მისივე შეფასებით, დღეს საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ევროპულ სტანდარტებს ჩამორჩება და შესაბამისად, მასთან დასაახლოებლად, სერიოზული წინსვლა სჭირდება.

"მთავარი პრიორიტეტი არის უფლებამოსილებების გაძლიერება, ასევე, მატერიალური რესურსების გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. კლასიკური გაგებით, დეცენტრალიზაცია სწორედ ამას ნიშნავს - მეტ უფლებამოსილებებსა და მეტ რესურსებს ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის. დღეისათვის ჩვენ ჩამოვრჩებით ადგილობრივი თვითმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის ევროპულ სტანდარტებს როგორც კომპეტენციების კუთხით, ასევე, ფისკალური თვალსაზრისით. შესაბამისად, გვჭირდება სერიოზული წინსვლა იმისთვის, რომ თანდათანობით დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, წარმოდგენილია საშუალოვადიანი დოკუმენტი, რომელიც ფარავს შემდგომ წლებს - 2025 წლის ჩათვლით. მისი შეფასებით, ეს არის რაციონალური პერიოდი, რა დროშიც, შესაძლებელია ევროპული სტანდარტების მიღწევა.



"არის წარმოდგენილი საშუალოვადიანი დოკუმენტი, რომლებიც ფარავს შემდგომ წლებს, 2025 წლის ჩათვლით და ვფიქრობთ, რომ ეს არის რაციონალური პერიოდი, რა დროსაც არის შესაძლებელი ამ საბოლოო მიზნების მიღწევა და ამ პერიოდის განმავლობაში არის შესაძლებელი, როგორც კომპეტენციების, ასევე, ფინანსური რესურსების კუთხით, ევროპული მაჩვენებლების მიღწევა. გვქონდა საუბარი 7%-იან მაჩვენებელზე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, რაც არის ერთგვარი მინიმალური ევროპული სტანდარტი ფისკალური დეცენტრალიზაციის. ეს იქნება ერთერთი მთავარი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ დეცენტრალიზაციის კუთხით სერიოზულად წავიწიეთ წინ და რეალურად მივუახლოვდით სწორედ ევროპულ სტანდარტს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამოცანა კომპლექსურია და შესაბამისად, პროცესი იოლი არ იქნება. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ პროცესის სწორად დაგეგმვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დამსწრეებს აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა