logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: ყველაფერი შესანიშნავად არ არის, დანაშაული ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორია პოლიციის რეაგირება
ნათია მეზვრიშვილი: ყველაფერი შესანიშნავად არ არის, დანაშაული ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორია პოლიციის რეაგირება
14:05 26.03.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ქალთა გაძლიერების ფორუმს დაესწრო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის - PROLoG-ისა და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.

"გასული დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა. ძალიან ხშირად აქცენტი ხდება იმაზე, რომ მოხდა მაგალითად ყაჩაღობა, ძარცვა, მკვლელობა, თავისუფლების აღკვეთა. სამწუხაროდ, შემდეგ საუბარი აღარ გრძელდება, თუ რა რეაგირება მოაყოლა ამას პოლიციამ. ყველაფერი შესანიშნავად არ არის, დანაშაული ამ ქვეყანაში ხდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია როგორია ამ ფაქტებზე პოლიციის რეაგირება. აბსოლუტურად ყველა გახმაურებული ფაქტი, რომელიც ბოლო პერიოდში მედიაში გადაიცა - გაიხსნა. დამნაშავეები არიან დაკავებულები, მათ შეეფარდათ პატიმრობა და ძალიან მკაცრი სასჯელი ემუქრებათ.

ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია - დაუსჯელი არც ერთი ქმედება არ რჩება, ამიტომ დანაშაულს თუ ჩაიდენთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი.
რაც შეეხება ციფრებს, ცალკე აღებული ციფრებში ზრდა გვაქვს, თუმცა ამის მიზეზებზე არაერთხელ ვისაუბრეთ, ზოგ შემთხვევაში მატება გამოწვეულია აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით, ზოგ შემთხვევაში მართლა პრობლემაა. მაგალითად, არის იქ მუხლები, რომელიც კრიმინალური მენტალიტეტის პრობლემამ გამოიწვია. ჩვენ ეს ვთქვით, ვაღიარეთ და არაერთი ნაბიჯი უკვე გადავდგით. რიგი ქმედებები დასჯადად გამოვაცხადეთ. თვე არ გავა, რომ კანონიერი ქურდები, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირები არ დავაკავოთ. დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ანუ საკანომდებლო დონეზე ბევრი რამე გავასწორეთ, ყოველდღიურად ამის აღსრულება ხდება და გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, იმისთვის რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოება იყოს გარანტირებული."- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა