"ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს, შეუძლია, გასცეს კითხვებზე პასუხი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევჯერდებით ფორმატზე, რა
ფორმატშიც საუბარი მოხდება", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, კობა გვენეტაძის პარლამენტში გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით უნდა შედგეს კონსულტაციები.
"ჩვენ ვნახეთ, რომ მაია ცქიტიშვილი იყო მობრძანებული პარლამენტში. მან გასცა პასუხი ყველა კითხვას. არ დარჩა არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა, ანალოგიურად, ალბათ, კობა გვენეტაძესაც შეუძლია, გასცეს კითხვებზე პასუხი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევჯერდებით ფორმატზე, რა ფორმატშიც საუბარი მოხდება. არის კითხვები და ამ კითხვებს აუცილებლად გაეცემა პასუხი. ეს პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭირვალე", – განაცხადა პარლამეტის თავმჯდომარემ.

















