"ქართული ოცნების" გუნდში არსებულ დაპირისპირებასტან დაკავშირებით, პარლამეტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს
ჟურნალისტებმა კითხვით მიმართეს. კითხვაზე, დგას თუ არა ბიძინა ივანიშვილი მის გვერდით? - კობახიძემ უპასუხა, რომ როცა გუნდს ჰყავს ლიდერი, ბუნებრივია, გუნდის წევრები უნდა დადგნენ გუნდის ლიდერთან ერთად.
"ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით იმიტომ, რომ ის არის პარტიის ლიდერი. ასე მარტივადაა ეს ყველაფერი და ბუნებრივია, სხვა ალტერნატივა ამას არ აქვს. როცა გუნდს ჰყავს ლიდერი, ბუნებრივია, გუნდის წევრები უნდა დადგნენ გუნდის ლიდერთან ერთად. ეს არის რეალური სურათი და ამას შეტრიალება არ სჭირდება. არასწორია ამ სურათის შეტრიალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

















