logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ნატოში გაწევრიანებისთვის სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს
დავით ზალკალიანი: ნატოში გაწევრიანებისთვის სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს
09:52 26.03.2019
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიტიზი შეაფასა. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს დატვირთული დღის წესრიგის მნიშვნელობას.

„ვფიქრობ, რომ ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი უაღრესად საჭირო იყო როგორც დროის, ასევე გზავნილების თვალსაზრისით. მისი მხრიდან პოზიტიურად იყო შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს როგორც თავდაცვის სფეროში, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ნატოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, რაც გაჟღერდა გენერალური მდივნის ვიზიტის დროს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რაც ასევე არის ასახული ნატოს ბოლო სამიტის გადაწყვეტილებებში", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ნატოს ღია კარის პოლიტიკას, მან ასევე აღნიშნა, რომ ნატოში ინტეგრაციას პრიორიტეტული ადგილი უჭირავს საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ. მინისტრის შეფასებით, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს წვრთნები, რომელიც უპრეცედენტოა თავისი შინაარსით. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით ასევე მნიშვნელოვანია, რომ გენერალური მდივნის ვიზიტი, ისევე როგორც ნატოსთან დაკავშირებული აქტივობები, გააზრებული იქნას ნატო-ს მოახლებული საიუბილეო მინისტერიალის ფარგლებში.

„წვრთნები, რომელიც პირველად ჩატარდა წვრთნისა და შეფასების ცენტრის ეგიდით არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მსგავსი სახის წვრთნები საქართველოში ნატოს ეგიდით არ ჩატარებულა. აღნიშნული ვიზიტი, ისევე როგორც ამ დღეების განმალობაში მთლიანად ნატო-საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგი უნდა იქნას აღქმული ნატოს მოახლოებული მინისტერიალის ფარგლებში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ასეთი დატვირთული დღის წესრიგი ნატოსთან არის ჩვენი გააზრებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილი, სადაც ერთ-ერთ პრიორიტეტული ადგილი სწორედ ნატოსთან ინტეგრაციას უჭირავს. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ მივდივართ, რა გზით მივდივართ, რა თანმიმდევრობით მივდივართ და ყველა ეს ნაბიჯი არის შეთანხმებული ჩვენს პარტნიორებთან, ერთ დღე-ღამეში არ ხდება მსგავსი მაღალი დონის ღონისძიებების დაგეგმვა“ -განაცხადა დავით ზალკალიანმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული შეფასება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა, სადაც ვიზიტის დასრულების შემდეგ გაიმართა ნატო-ს გენერალური მდივნის გაცილების ოფიციალური ცერემონია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა