logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ვახტანგ მახარობლიშვილმა ბერძენ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
ვახტანგ მახარობლიშვილმა ბერძენ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
09:46 26.03.2019
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში.

მინისტრის მოადგილემ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. საკუთარ გამოსვლაში ვახტანგ მახარობლიშვილმა ბერძენ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს და საბერძნეთს ისტორიული დროიდან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. ვახტანგ მახარობლიშვილმა დადებითად შეაფასა ქვეყნებს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას. ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა სფეროში მიმდინარე წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე. ამ მხრივ მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა საბერძნეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ქართველ სტუდენტებს საბერძნეთის უნივერსიტეტებში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

„საქართველო ყოველთვის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი იყო, ამიტომ ევროპაში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია შეუქცევადია. ჩვენ მადლობას ვუხდით საბერძნეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა