რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემად ყველა სახელმწიფო უწყებაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა.
პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, აგვისტოში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 და 8 აგვისტოს მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვება.
დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოყვა.
ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.
იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა.

















